საზოგადოება
საქართველო, 21 სექტემბერი, საქინფორმი. როგორც BBC იუწყება, აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გადაწყვიტა, არმიის ხელმძღვანელის პოსტზე წარადგინოს ერიკ ფენინგი და ის იქნება პირველი ღია გეი, რომელიც სამხედრო სამსახურის სამოქალაქო მდივანი გახდება.
47 წლის ფენინგი ეროვნული უსაფრთხოების საკითხების სპეციალისტია და ამ სფეროში ორ ათეულ წელზე მეტია, რაც მუშაობს. ის კურირებდა პენტაგონის უმსხვილეს პროგრამებს.
„ერიკს თან მოაქვს მრავალწლიანი გამოცდილება და გამორჩეული ლიდერის უნარები მის ახალ ამპლუაში", - განაცხადა ობამამ.