პუბლიკაციები
„ლოგინში სააკაშვილთან“

1ANALIT-geo-MTAVAR„ინტერვიუზე დათანხმებას თვეების მანძილზე ვცდილობდით”- ნათქვამია ტელეკომპანია ენტევეს გადაცემა „რუსულ სენსაციებში”, რომელშიც, 19 სექტემბერს, მაყურებელმა ნახა საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ტრანსსექსუალ მეგობართან, ქართული წარმოშობის ამერიკელ ალექსია ჩერესანისთან ინტერვიუ.

აშკარად რაღაცის ეშინოდა, ამიტომ შეხვედრა ხალხმრავალ ადგილზე, თაიმსქვერზე დაგვინიშნა,“-ამბობს “ენტევეს” ჟურნალისტი. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ორიოდე წლის წინ ის მამაკაცი იყო და ალექსანდრე ერქვა. მიტოვებული საყვარელი დღემდე ინახავს ტელეფონში საქართველოს ექსპრეზიდენტთან მიმოწერას და ფოტოს, რომელიც მან მძინარე სააკაშვილს გადაუღო.

1ANALIT-geo-1

მე ძალიან მიმნდობი ვარ, ეს ამბავი ჩემს რამდენიმე ამხანაგს ვუამბე და ალბათ მათგან გავიდა ინფორმაცია. დიდხანს არ მინდოდა ჟურნალისტებთან ამაზე რომ მელაპარაკა-ამბობს ალექსია.”სააკაშვილი ბავშვივითაა, ხმარობს თმის ცვენის საწინააღმდეგო ხსნარს. მე ეს პრეპარატი მის აბაზანაში ვნახე. უყვარს ბევრი ლაპარაკი, ამბობს, რომ ქართველები ყველაზე სექსუალურები არიან, თუმცა თავად უფრო მეტს ლაპარაკობს, ვიდრე აკეთებს. უნდა, რომ გამოიყურებოდეს ისე, როგორც წლების წინ. ის საკმაოდ ენერგიულია, თუმცა გასუქებულია და არ მოსწონს თავისი თავი“-ამბობს ტრანსსექსუალი გადაცემაში და ჰყვება 2014 წლის ამბებს, როცა ის ოდესის ამჟამინდელ გუბერნატორს, იმდროისთვის უმუშევარ მიხეილ სააკაშვილს მისივე ბინაში რამდენჯერმე ინტიმური კავშირისთვის შეხვდა.

 აი როგორ იხსენებს ალექსია სააკაშვილთან პირველ კავშირს: ნიუ-იორკში ძალიან ბევრი ქართველი ცხოვრობს, ერთ-ერთმა მათგანმა მითხრა, რომ სააკაშვილიც აქ არის და სცადე მასთან დაკავშირებაო. მეც ვცადე და მივწერე ფეისბუქზე.

1ANALIT-geo-2

მან ტელეფონის ნომერი გამომართვა , დამირეკა და შემხვდა. პირველად რომ დამინახა, თქვავაუ. მანქანით ბრუკლინის ხიდი გავიარეთ, მითხრა, რომ მის სახლში მივდიოდით და დამამშვიდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. მე მაინც ვნერვიულობდი, მასზე ამბობდნენ, რომ ტირანი, საშინელი ადამიანია და მეშინოდა, რამე არ დაეშავებინა. მივედით მის სახლში. ეს არის ძალიან კარგი, გემოვნებით მოწყობილი პენტჰაუზი.

მან ქართული ღვინო დამალევინა, რომელსაც რაღაც უცნაური გემო ჰქონდა და ძალიან ძლიერი იყო.. მალე დავთვერი. ის ქართულ სიმღერებს უსმენდა. მითხრა, რომ საქართველოში ჩასვლა არ შეუძლია და ამიტომ უსმენდა ქართულ მუსიკას. ძალიან ამაყობდა იმით, რაც გააკეთა საქართველოში. მე წასვლა მინდოდა, მაგრამ მან ოთახში გამიყვანა, სადაც დიდხანს ვიყავით დაკავებული სექსით. მას უყვარს, როცა გიმორჩილებს, თუმცა უფრო მეტად ლაპარაკი უყვარს, უყვარს ბრძანებები, თუმცა საქმე საქმეზე რომ მიდგება, არც იმდენად…..”

1ANALIT-geo-3

როგორც ირკვევა ალექსია სააკაშვილს კიდევ რამდენჯერმე შეხვდა. ექსპრეზიდენტმა ის ერთხელ „ფართი”-ზეც დაპატიჟა, მაგრამ სააკაშვილის ყურადღება იქ სხვა ქალისკენ იყო მიპყრობილი…მერე მიშამ  მას ეჭვის თვალით დაუწყო ყურება და ისინი ერთმანეთს აღარ შეხვედრიან.

სააკაშვილი ოდესაში გადავიდა საცხოვრებლად. ცოტა ხანი კიდევ ჰქონდათ მიწერ-მოწერა, მაგრამ ბოლოს, ტელეფონის ნომერი გამოიცვალა და ჩვენს შორის კონტაქტი შეწყდაო.

1ANALIT-geo-4

ფოსტალიონმა დაადგინა ალექსიას ვინაობა. ის ქართველი სანდრო ჩომახიძეა, საქართველოში სააკაშვილის უფროსი ვაჟის კლასში სწავლობდა, შემდეგ კი ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ხან კინო და ხან საოპერო კარიერის გაკეთებას გეგმავდა. როგორც ამბობენ, მას მართლაც კარგი ხმა აქვს და შესაძლებლობაც ჰქონდა, კარგი მომღერალი გამოსულიყო. ფილმის ავტორის თქმით, სანდრო დღეს შიშით ცხოვრობს. ეშინია, რომ ექსპრეზიდენტი მას რაიმეს დაუშავებს და ნიუ იორკიდან სხვაგან გადასვლას გეგმავს. ამ ადამიანის ლიკვიდაციაა საჭირო. მე არაფერი არ მესმის. მე ჯერ 20 წლის ვარ, როცა მას შევხვდი, 19-ის ვიყავი ” - ამბობს სანდრო ჩომახიძე.

1ANALIT-geo-5