შსს-მ 187 აბი „ექსტაზი“ და კოკაინი ამოიღო
საქართველო, 18 სექტემბერი, საქინფორმი. შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ბათუმში მცხოვრები ნათია შ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას,
187 აბი „
ექსტაზი“ და
0,04218 გრ
კოკაინი ამოიღეს. ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, 166 აბი - 7,2303 გრ ნარკოტიკულ ნივთიერება მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს, ხოლო 21 აბი 0,10489 გრ ნარკოტიკულ ნივთიერება ამფეტამინს და 0,0524 გრ მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს შეიცავს.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.