უცხოეთი
მედია: 5000-მდე მიგრანტმა ხორვატია-სერბეთის საზღვარზე ზაგრებში მიმავალ მატარებელზე იერიში მიიტანა

1-belgrad-zar-3საქართველო, 17 სექტემბერი, საქინფორმი. 4-დან 5 ათასამდე მიგრანტი ხორვატია-სერბეთის საზღვარზე ზაგრებში მიმავალ მატარებელში ჩაჯდომას ცდილობს. ამის შესახებ გაეროს უმაღლესი კომისრის სამმართველოს წარმომადგენელმა  ლტოლვილთა საქმეებში იან კაპიჩმა განაცხადა.
მისი თქმით, დევნილები შეიკრიბნენ სადგური "ტოვარნიკ"-ზე ხორვატიის საზღვართან. „აქ დაახლოებით 4-5 ათასი ადამიანი, - განაცხადა კაპიჩმა. - მატარებლები მოდიან, მაგრამ მათ არ შეუძლიათ ამდენი ხალხის წაყვანა. "
მიგრანტები და ლტოლვილები რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჩასვლას განაგრძობენ, ამჟამად საზღვრის გადამკვეთი უცხოელების რაოდენობამ  5,650 ადამიანს მიაღწია.

უწინ, ხორვატული ტელევიზიის ცნობით, ბოლო დღე-ღამეში ქვეყნის საზღვარი სერბეთის მხრიდან  დაახლოებით 4 ათასამდე ადამიანმა გადაკვეთა.
უნგრეთის მიერ მისი საზღვრის დახურვამ არალეგალთა ნაკადი ხორვატიის მხარეს გადაანაცვლა. ისინი თავშესაფარს დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ეძებენ. ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრმა ვესნა პუსიჩმა განაცხადა, რომ ქვეყანა შეძლებს გაუმკლავდეს  რამდენიმე ათასი მიგრანტის მიღებას, თუმცა კიდევ ათიათასობით ლტოლვილს ვეღარ მიიღებს. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ ყველა მიღებული იქნება განთავსებული, გამოკვებილი, გაეწევათ სამედიცინო დახმარება, სანამ მათი სტატუსის საკითხი გადაწყდება.
უნგრეთმა 15 სექტემბერს დახურა საზღვარი სერბეთთან და ოთხშაბათს შეაჩერა რესკეში ძირითადი გამშვები პუნქტის მუშაობა 30 დღით. ამის გამო,  საზღვარზე დაგროვილი მიგრანტებმა საპროტესტო აქციები მოაწყვეს და შეეცადნენ, ძალით შეჭრილიყვნენ ქვეყანაში. უნგრეთის პოლიციასთან შეტაკებების შედეგად  დაშავდა დაახლოებით 300 ადამიანი, მათ შორის 30 ბავშვი, 20 სამართალდამცავი, ასევე, რამდენიმე ჟურნალისტი.