ნოღაიდელთან დაპირისპირებული მისი თანაპარტიელები რიგგარეშე ყრილობას 25 დეკემბრამდე ჩაატარებენ
მოძრაობა ,,სამართლიანი საქართველოსთვის” რაიონული გამგეობის წევრები ზურაბ ნოღაიდელისგან პარტიის რიგგარეშე ყრილობის ჩატარების თარიღის დასახელებას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი თავად დაასახელებენ ყრილობის თარიღს.
როგორც დღეს ,,პრაიმ თაიმის” პრესკლუბში მედიასთან გამართულ შეხვედრაზე მოძრაობის რეგიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეებმა განაცხადეს, ყრილობა 25 დეკემბრამდე აუცილებლად ჩატარდება და კონფერენციაზე დადგება გამგეობისა და ზურაბ ნოღაიდელის გადაყენების საკითხი. კონფერენციაზე შეიმუშავებენ, ასევე, საჩივარს ზურაბ ნოღაიდელის წინააღმდეგ, რომელიც გენერალურ პროკურატურას გადაეგზავნება. მოძრაობის ჭიათურის რაიონული ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარის - როსტომ ცარციძის თქმით, ისინი ყრილობის ჩასატარებლად უკვე მზად არიან. არსებული 56 რეგიონული გამგეობიდან 33 მათ მოთხოვნებს მხარს უჭერს და ეს გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისია.