საზოგადოება
"ეროვნული ფორუმის" ლიდერი კახა შარტავა პარტიის თვითლიკვიდაციას არ გამორიცხავს. როგორც საქინფორმს „ეროვნულ ფორუმში“განუცხადეს, თებერვალში პარტიის ყრილობაზე გადაწყდება, მოხდება თუ არა თვითლიკვიდაცია. შარტავას განმარტებით, ყოველ ყრილობაზე პარტიამ საკუთარ საქმიანობას უნდა გადახედოს, შეაფასოს, რა გააკეთა, ჩამოყალიბდა თუ არა პოლიტიკურ მანქანად და, თუ "არ ვარგა", შესაბამისი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.