პოლიტიკა
„პროვოკაციული ქმედებებითა და აჟიოტაჟით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები კახეთის რეგიონს, კახელ გლეხს დანარჩენ მოსახლეობასა და რეგიონებთან აპირისპირებენ“ - ირაკლი ღარიბაშვილი

1kaxeti-polit-1-analiსაქართველო, 15 სექტემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე, რთველის მიმდინარეობის კომენტირებისას განაცხადა.
ყურძენზე შარშან სპეკულაციური ფასებიც კი იყო, 1,50; 2,00; 3,00 ლარამდეც კი გადაიხადეს და შემდეგ რამდენიმე გლეხი ალაპარაკეს, 2,00 ლარად როგორ გავყიდო ყურძენიო. აბნევენ მოსახლეობას, ამიტომ, მინდა მივმართო ჩვენს ძვირფას მევენახეებს, არავის მისცეთ საშუალება, საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოგიყენონ“, - განაცხადა, კერძოდ, ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, უკვე მესამე წელია, უპრეცედენტოდ წარმატებული რთველი ტარდება.

წარმატებული რთველის შედეგად კახეთის რეგიონში, კახელი ფერმერების ოჯახში 290 მილიონი ლარი შევიდა, საიდანაც დაახლოებით 100 მილიონი ლარი იყო სუბსიდია, რაც სახელმწიფომ გაიღო. სუბსიდიის თანხა გასულ წელს თეთრ ყურძენზე იყო 0,35 თეთრი, წითელ ყურძენზე - 0,15 თეთრი, რაც წელსაც იგივე დარჩა. სახელმწიფოს მხრიდან არაფერი შეცვლილა“, - განაცხადა, კერძოდ, პრემიერმა.

„ერთ-ერთი დეპუტატი, გვარად ღვინიაშვილი, რომელიც წლების განმავლობაში იყო კახეთის გუბერნატორი და პირდაპირ მიუთითებდა კომპანიებს, არ ჩაებარებინათ ყურძენი მაღალ ფასად, იმისთვის, რომ გუბერნატორს, თუმცა არა კახეთის, არამედ - ოდესის, დაუმტკიცოს ერთგულება, ჩადის რეგიონში და აქტიურობს. ყოვლად დაუშვებელია, რომ ისეთი დისკრედიტებული ორგანიზაცია, როგორიც არის “ნაციონალური მოძრაობა“, 20-30 კაცის მეშვეობით, ინტრიგნული და პროვოკაციული მეთოდებით აპირებს რთველის პოზიტიური სურათის გაფუჭებას და მოსახლეობის დაძაბვას“, - განაცხადა, კერძოდ, ირაკლი ღარიბაშვილმა.