„უკრაინა გაბონია!“ - განაცხადა სააკაშვილმა - განდონმა ...
საქართველო, 14 სექტემბერი, საქინფორმი. ოდესის ოლქის ხელმძღვანელმა
მიხეილ სააკაშვილმა პროგრამა "შუსტერ ლაივის" ეთერში განაცხადა, რომ ცხოვრების დონე უკრაინაში იმ ნიშნულამდე დაეცა, რომელიც ახლოსაა
გაბონის რესპუბლიკის მაჩვენებლებთან.
"უკრაინის მშპ $ 184 მილიარდიდან $ 115 მილიარდამდე შემცირდა, ანუ ერთ სულ მოსახლეზე მაჩვენებლით ჩვენ ძალიან სწრაფად გაბონის დონეზე დავედით. უკრაინა, აფრიკისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, - გაბონია! ", - აღნიშნა ოდესის გუბერნატორმა, რომელმაც, კიევის ხუნტასა და ასევე, ბაიდენებთან, მაკეინებთან, ეშტონებთან და ნულანდებთან ერთად, გააკეთა ყველაფერი, რომ გაღატაკებული უკრაინა, რუსეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებიმა დაინაწილონ.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ "ჩრდილოვანი" ბიზნესის წილი საგრძნობლად გაიზარდა. „ჩრდილოვანი ეკონომიკა 32-დან 47%-მდე გაიზარდა ამჟამინდელი ხელისუფლების მუშაობის ბოლო 1.5 წლის განმავლობაში. ჩრდილოვანი ეკონომიკა გაიზარდა, რამდენიც არ უნდა გველაპარაკოთ, რომ მის წინააღმდეგ იბრძვით", - განაცხადა სააკაშვილმა.
ამასთან სააკაშვილი დუმს იმაზე, რომ ამ წელიწადნახევრის განმავლობაში უკრაინას თავად ხელმძღვანელობს მისი „გამაიდნებული“ მეგობრებით, კრიმინალებით საქართველოდან და დასავლეთელი კურატორებით, იმიტომ, რომ მისი კრიტიკის მიზანი იაცენიუკის შეცვლა და უკრაინის პრემიერ-მინისტრის სავარძლის დაკავებაა!