საზოგადოება
საქართველო, 14 სექტემბერი, საქინფორმი. ინტერვიუში პრემიერმა საქართველოს გეოპოლიტიკურ მიმზიდველობაზე, ქვეყნის ეკონომიკურ პოტენციალსა და ახალი აბრეშუმის გზის პერსპექტივაზე ისაუბრა.
ეკონომიკურ თემებზე გაგრძელდა საუბარი გადაცემაში ,,Global Watch"-ი. პროგრამა, რომელიც აქტუალურ საერთაშორისო თემებს აშუქებს, ახალი აბრეშუმის გზის პროექტში საქართველოს მონაწილეობით დაინტერესდა. პრემიერ-მინისტრმა ვრცლად ისაუბრა ,,თბილისის აბრეშუმის გზის" ფორუმის მნიშვნელობაზე, რომელიც ოქტომბერში ჩატარდება.საქართველოს ტურისტულ შესაძლებლობებზე, შავი ზღვის პორტების პოტენციალზე და რკინიგზის მზარდ როლზე იყო საუბარი გამოცემა China Daily-სთან.
„საქართველო არის მშვიდობის, მოლაპარაკებების, კონსენსუსის ადგილი, სადაც ვაჭრობისთვის და ეკონომიკის განვითარებისთვის ყველა პირობაა შექმნილი", - განაცხადა ,,China Daily"-სთან ინტერვიუში პრემიერ-მინისტრმა.