პუბლიკაციები
საქართველო, 14 სექტემბერი, საქინფორმი. უმსხვილეს კომპანია "POWERCHINA"-ს, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა სფეროში ინვესტიციებს ახორციელებს, საქართველოში ინვესტიციების განხორციელების კონკრეტული გეგმა აქვს. კომპანია ანაკლიის პორტითაა დაინტერესებული.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ უცხოური კომპანიების საქმიანობისთვის ქვეყანაში თავისუფალი, გამჭვირვალე და კონკურენტუნარიანი გარემოა შექმნილი.საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ესტუმრა. ირაკლი ღარიბაშვილმა საელჩოს თანამშრომლებს ორ ქვეყნას შორის ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლის შესახებ ესაუბრა და მათი საქმიანობის განსაკუთრებულ როლს გაუსვა ხაზი.
ვიზიტის დასასრულს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, დელეგაციის წევრებთან ერთად, ჩინეთის კედელი და აკრძალული ქალაქი მოინახულა.