საქინფორმის პროგნოზი კვლავ გამართლდა - „ისლამური სახელმწიფოს“ 4000-მა ბოევიკმა, ლტოლვილთა ნაკადთან ერთად, ევროპაში შეაღწია! (სპეციალურად თ. ხიდაშელის, ი. ალასანიას, გ. მარგველაშვილისა და მ. სააკაშვილის „ნაცმოძრაობის“ სხვა თანამოაზრეებისათვის)
რედაქტორისგან
საქინფორმის პროგნოზი კვლავ გამართლდა - „ისლამური სახელმწიფოს“ 4000-მა ბოევიკმა, ლტოლვილთა ნაკადთან ერთად, ევროპაში შეაღწია! (სპეციალურად თ. ხიდაშელის, ი. ალასანიას, გ. მარგველაშვილისა და მ. სააკაშვილის „ნაცმოძრაობის“ სხვა თანამოაზრეებისათვის)

1-arn-zar-1-redსასარგებლო საკითხავი ცნობილი ქართველი ტელეწამყვანებისათვის, ი. გრიგოლიასა და ზოგიერთი გამოცემის მთავარი რედაქტორებისთვის, თ. ჩერგოლეიშვილით სათავეში, ასევე ქართველი ექსპერტ-პროქტოპოლიტოლოგებისათვის, ს. ცისკარიშვილის, ხ. ლაგაზიძის, ე. ხოშტარიას ხელმძღვანელობით:

2011 წლის 4 აპრილი, ფრაგმენტი არნო ხიდირბეგიშვილის ექსკლუზიური ინტერვიუდან News.az-თვის  - „ყველა „რევოლუცია“ პროვოცირებული იყო აშშ-ის მიერ ისლამური ქვეყნების გაერთიანების მიზნით და ჩინეთის საპირწონედ არაბეთის ახალი ხალიფატის შესაქმნელად!“:

„აშშ ამ პროექტის დაწყებით „ამოსასუნთქავად“ დროს მოიგებს, თუმცა არაბთა ხალიფატისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წაკიდება შესაძლოა, კრახით დასრულდეს. აშშ-მა შეიძლება კონტროლი დაკარგოს და უცნობია – საით მიაბრუნებს თავს ახალშობილი ისლამური „მონსტრი“: ეგებ დასაწყისისთვის თავისივე შემქმნელები შესანსლოს და ჯიჰადი გამოუცხადოს არა ჩინეთს, არამედ გლობალიზმს დასავლური იმპერიალიზმის სახით, ანდა ქრისტიანული სამყაროს წინააღმდეგ ომი წამოიწყოს.

სამხედრო ოპერაცია ლიბიის წინააღმდეგ ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს დანაშაულს კაცობრიობის წინაშე და ნატოს დაშლის დასაწყისს. ბლოკის ყველა ქვეყანამ – ოპერაციის მონაწილემ, შესაძლოა, ტერაქტები და რევოლუციები საკუთარ ქვეყანაში მიიღოს! ამ უკანასკნელს კი ხალხის უკმაყოფილება გამოიწვევს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკისადმი, რომელმაც ტერაქტებამდე და გადასახადის გადამხდელთა ჯიბეების დაცარიელებისკენ მიმართულ უზარმაზარ სამხედრო ხარჯებამდე მიიყვანა. არ არის გამორიცხული, აგრესორ სახელმწიფოთა ხელმძღვანელები ხელახალი არჩევნების შემდეგ სასამართლოს წინაშე წარდგნენ.

როგორც ჩანს, 21-ე საუკუნეში თავისი დემოკრატიით მოფუთფუთე ევროპას სინამდვილეში არ ძალუძს, უარი განაცხადოს ნეოკოლონიალიზმის პოლიტიკასა და აფრიკული „საფარის“ ცდუნებაზე და არ სურს, გაიგოს, რომ ევროპული თავისუფლება და ფსევდოდემოკრატია, რომელთა მაჩვენებლებსაც დაკანონებული ერთსქესიანი ქორწინებანი, ინცესტი და ევთანაზია წარმოადგენს, მიუღებელია აღმოსავლური ცივილიზაციისთვის!

ვინ მისცა უფლება რომელიმე ქვეყანას ან ქვეყნების ჯგუფს, რომლებიც სამხედრო „საძმოში“ გაერთიანებულან, სხვა, შორეული, მასთან არამომიჯნავე და უძველესი კულტურის მქონე ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩაერიოს?! რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობენ სამხედრო კოალიციისა და ნატოს ქვეყნები, როცა განსჯიან – ვინაა მართალი და ვინ – მტყუანი, სადაა ხალხი და სად – ბანდიტები? რა პრინციპით ანიჭებენ აშკარა უმცირესობას (რამდენიმე ათას მეამბოხეს, რომლებმაც ხელში ჩაიგდეს სამხედრო საწყობები და ნავთობტერმინალი) დემოკრატიისთვის მებრძოლთა სტატუსს და ანადგურებენ რეგულარულ არმიას წესრიგის დამცველ ძალებთან ერთად, რითაც ლიბიის მოსახლეობის უმრავლესობის უფლებებს არღვევენ? როგორ ასხვავებენ მფრინავები „კარგსა“ და „ცუდ“ ლიბიელებს, როცა მათ თავზე ბომბებს ყრიან, ანდა მეზღვაურები, რომლებიც წყალქვეშა ნავებიდან ასობით რაკეტა „ტომაჰავკს“ უჩვებენ? ვინ არის პასუხისმგებელი თითოეული მშვიდობიანი მცხოვრების დაღუპვაზე, რომელთა რიცხვიც უკვე ათასობითაა?

2011 წლის მარტში აშშ-მა სარკოზი და ევროპა ისევე გაწირა, როგორც 2008 წლის აგვისტოში – სააკაშვილი და საქართველო! მაშინ ვაშინგტონს საქართველო სამხრეთ ოსეთთან ერთად სჭირდებოდა, მისი მეშვეობით დესტაბილიზაცია რომ მოეწყო ჩრდილო კავკასიაში და კასპიის ზღვის ნავთობსიმდიდრეები ეგდო ხელთ ირანზე შემდგომი ორიენტაციით; საქართველო – აფხაზეთთან ერთად, რუსეთისთვის რომ გასასვლელი მოეჭრა შავ ზღვაზე და მისი მეშვეობით დესტაბილიზაცია გამოეწვია რუსეთის სამხრეთით. როგორც ხედავთ, ორივე შემთხვევაში ერთნაირია მიზანიც (ნავთობი), ტაქტიკაცა (სხვისი ხელით) და მეთოდებიც (სამოქალაქო ომები). თავიდან აშშ-მა კბილებამდე შეაიარაღა ქართული არმია და დატენილი პისტოლეტი სააკაშვილს ხელში ჩაუდო, ხოლო შემდგომ, როცა ბლიცკრიგი არ გამოუვიდა, სარკოს უთხრეს: „არ ჩახვიდე საქართველოში, რუსებმა თბილისში შესვლა გადაწყვიტეს – და შევლენ კიდეც!“

აშშ-თვის ხომ მთავარი იყო, მოეხდინა პროტესტის ტალღის პროვოცირება, მოეწყო ქაოსი, სადაც ამერიკისა და „ძმები-მუსლიმანების“ უშუალო კონტროლქვეშ ისლამური ქვეყნები არაბთა ხალიფატად გაერთიანდებიან, რომელიც დაასუსტებს „ქედმაღალ“ ევროპას, „კუნთებმოთამაშე“ БРИК-ის ქვეყნებისთვის შემაკავებელ ფაქტორად იქცევა, რუსეთისთვის – ირიბ „გამღიზიანებლად“ ჩრდილოეთსა და სამხრეთ კავკასიაში და, რაც მთავარია, ყალყზე შემდგარი რაკეტებითა და ფუნდამენტალიზმით ჩინეთის სავარაუდო საფრთხისთვის – „რედუტად“.“

2015 წლის 24 აგვისტო, ფრაგმენტი არნო ხიდირბეგიშვილის პუბლიკაციიდან: „ისლამური სახელმწიფო“ მალე საქართველოს თითოეულ მეჩეთში იქნება! - „დეიდა თინა თბილისიდან“ და პროგნოზი, რომელიც 4 წლის შემდეგ ახდა:

„დღეს, 4 წლის შემდეგ, შეიძლება კონსტატირება, რომ ჩემი პროგნოზი გამართლდა: ახალი არაბული ხალიფატი შექმნილია და „ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო“ (داعش) ეწოდება. როგორც 4 წლის წინ ვივარაუდე, აშშ-ის არაშორსმჭვრეტელური პოლიტიკის შედეგად, ახალშობილი ისლამური მონსტრი კონტროლქვეშიდან გამოვიდა და ერაყისა და სირიის, ლიბიისა და ლიბანის ტერიტორიები დაიპყრო და გამოუცხადა ჯიჰადი მისავე შემქმნელს - აშშ-სა და მათ NATO - მოკავშირეებს.

…ევროპას, როგორც აშშ-ს სურდა, უკვე აკანკალებს ომებს გამოქცეულ არალეგალი მიგრანტებისგან - სირიიდან, ავღანეთიდან და სხვა ქვეყნებიდან, რომლებიც ხშირად იღუპებიან თურქეთისა და საბერძნეთის საზღვრების გადაკვეთის მცდელობისას, შემდეგ კი უნგრეთის, სერბეთისა და მაკედონიის გავლით, საფრანგეთსა და გერმანიამდე ჩაღწევას რომ ლამობენ“.

2015 წლის 31 აგვისტო, ფრაგმენტი არნო ხიდირბეგიშვილის პუბლიკაციიდან, პოპულარულ ქართულ ყოველკვირეულ გაზეთში „ასავალ-დასავალი“ - “ქართველი პოლიტტიკინების ბინძური თამაშები” - ხიდაშელი და მარგველაშვილი რუსეთზე მუშაობენ!

„გასულ ოთხშაბათს, 24 აგვისტოს, მე განვაცხადე, რომ არალეგალების ნაკადი ახლო აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთ აფრიკიდან ევროპას წალეკავს. და მართლაც, გასულ კვირას პოლიციას მოუხდა ოპერაციების ჩატარება ათასობით მიგრანტის წინააღმდეგ, რომლებიც უნგრეთიდან სერბეთში შეღწევას ცდილობდნენ. იგივე საფრთხე საქართველოსაც ემუქრება: ამ მიგრანტების ნახევარს შეადგენენ არა ბედშავი დევნილები, რომლებიც ომს გაურბიან, არამედ „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები — ახალგაზრდა მამაკაცები, ქალები და ბავშვებიც კი, რომლებიც მიგრანტთა საფარქვეშ შედიან ევროპის ქვეყნებში, რათა „ურწმუნოებს“ ჯიჰადი მოუწყონ, ხოლო კავკასიაში, „ისლამური სახელმწიფოს“ ვილაიეთი შექმნან. რადიკალების ჩანაფიქრით, ჯიჰადი თავს უნდა დაატყდეს აშშ-ს და ნატო-ში მის მოკავშირეებს, აგრეთვე აშშ-ის „ნომერ პირველ სტრატეგიულ პარტნიორს კავკასიაში“ — საქართველოს, რომელიც ერაყსა და ავღანეთში ISAF-ის ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორია ალიანსის არაწევრ ქვეყნებს შორის და რომელმაც 27 აგვისტოს თბილისში ნატო-ს სასწავლო ცენტრი გახსნა. იქ ამერიკელი ინსტრუქტორები ქართველ და ნატო-ს ქვეყნების ჯარისკაცებს შეასწავლიან, როგორ გაანადგურონ „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტები...“

2015 წლის 9 სექტემბერი, იტყობინება საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი On Kavkaz:

„ისლამური სახელმწიფოს“ ოთხი ათასზე მეტმა ბოევიკმა ევროკავშირის ქვეყნებში ლტოლვილების სახით შეაღწია, იუწყება გაზეთი Sunday Express დაჯგუფებაში არსებულ წყაროზე დაყრდნობით. მისი თქმით, გადასროლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. წყაროს მონათხრობით, ბოევიკები ერწყმიან ლტოლვილთა ნაკადებს თურქეთის ქალაების იზმირისა დ ამერდინის პორტებში, საიდანაც ხმელთაშუა ზღვის გავლით იტალიაში ჩადიან. ამის შემდეგ ბოევიკები ევროპის სხვა ქვეყნების, კერძოდ, შვედეთისა და გერმანიისკენ მიემართებიან.

ეს ინფორმაცია დაადასტურა ორმა ადგილობრივმა კონტრაბანდისტმა. „ერთ-ერთი მათგანის თქმით, ის ათზე მეტ ბოევიკს დაეხმარა ევროპაში შეღწევაში. ზოგიერთები ამბობდნენ, რომ ოჯახების მონახულება სურდათ, სხვები - მზად რომ ყოფილიყვნენ“, - განაცხადა მან.

გამოცემის წყარომ განაცხადა, რომ ბოევიკების შეღწევა ევროპაში იმ საჰაერო იერიშებისთვის შურისძიების დასაწყისია, რომლებსაც ახორციელებს საერთაშორისო კოალიცია, აშშ-თი სათავეში. „ჩვენ გვსურს ხალიფატის დამყარება არა მარტო სირიაში, არამედ მთელ მსოფლიოში“.

საქინფორმის რედაქცია
2015 წლის 10 სექტემბერი
საქართველო, თბილისი