რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სირიისთვის რუსული იარაღის გადაცემის მიზეზი განმარტა
საქართველო, 10 სექტემბერი,
საქინფორმი. რუსეთი სირიას შეიარაღებას იმისთვის გადასცემს, რომ ხელი შეუწყოს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, - განაცხადეს ოთხშაბათს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
"სირიის არმიისთვის გადაცემული შეიარაღება გათვალისწინებულია ტერორისტული საფრთხის აღსაკვეთად, რომელმაც უპრეცედენტო მასშტაბებს მიაღწია CAP-სა და მის მეზობელ ერაყში", - ნათქვამია რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი
მარია ზახაროვას კომენტარში, რომელიც რუსული უწყების ვებ-გვერდზეა განთავსებული, იტყობინება INTERFAX.RU.
„თუ ჩვენი მხრიდან საჭირო გახდება დამატებითი ღონისძიებების გატარება ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარდაჭერის გასაძლიერებლად, ეს საკითხი სათანადოდ იქნება განხილული, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში - დაეფუძნება საერთაშორისო სამართალსა და რუსეთის კანონმდებლობას", - განაცხადა ზახაროვამ.