რუსული რუბლი კვლავ გაუფასურდა ნავთობზე ფასების შემცირების კვალდაკვალ
საქართველო, 9 სექტემბერი,
საქინფორმი. რუსეთის ეროვნული ვალუტა გაუფასურებას აგრძელებს ნავთობის ფასების ვარდნის ფონზე. რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის პროგნოზების თანახმად, 9 სექტემბრისათვის აშშ დოლარის კურსი
68.79 რუბლს, ევრო კი -
76.92 რუბლს შეადგენს. ამავე დროს, მოსკოვის საფონდო ბირჟაზე დოლარი ღირს
67.94 რუბლი, ხოლო ევრო -
76.13 - იუწყება TSN.
უწინდელმა განცხადებებმა, რომლებიც როსნეფტის ხელმძღვანელმა
იგორ სეჩინმა გააკეთა ორშაბათს, 7 სექტემბერს, რუბლისა და ნავთობის ფასების ვარდნა გამოიწვია. Brent -ის მარკის ნავთობის ფასი ბარელზე 47,63$-მდე დაეცა.