მოსკოვმა სირიაში რუსული თვითმფრინავების შეშვების უარზე განმარტება მოითხოვა
საქართველო, 9 სექტემბერს,
საქინფორმი. წყაროს თქმით, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსიდან, ბრალდება სამხედრო კონტინგენტის გაგზავნის შესახებ - ესაა მოსკოვზე ზეწოლის ფორმა იმასთან დაკავშირებით, რომ სირიაში ბოლო კვირების განმავლობაში საბრძოლო მასალის, იარაღისა და საწვავის მიწოდება ნამდვილად გაიზარდა. ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის პრეზიდენტი
ევგენი სატანოვსკი მიიჩნევს, რომ აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში დაიწყეს აქტიური პროპაგანდა, ცდილობენ რა ამხილონ მოსკოვი
ასადისთვის შეიარაღების "უკანონო" მიწოდებაში, რადგან, "როგორც ჩანს, [ისინი] ემზადებიან ასადზე იერიშისათვის, ხოლო სირიის არმიისთვის რუსული ტექნიკის მიწოდებამ შეიძლება ჩაშალოს ეს გეგმები.
სირია - რუსეთის ერთადერთი სტრატეგიულ პლაცდარმია ახლო აღმოსავლეთში, და ამ აქტივის დაცვა მოსკოვს სურს. გარდა ამისა, კრემლი შიშობს თავისთან, ქვეყანაში „ისლამური სახელმწიფოს“ მსგავსი მებრძოლი ისლამიზმის გაჩენას, ასე რომ, IG -ის წინააღმდეგ ბრძოლა რუსეთისთვის შიდა უსაფრთხოების ფაქტორიცაა და პუტინი დაინტერესებულია ასადის რეჟიმის გადარჩენით, - წერს თავის სტატიაში "კარნეგი ევროპის" დირექტორი იან ტეჰაუ.