პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრა. 9-13 სექტემბერს, ქალაქ დალიანსა და პეკინში ირაკლი ღარიბაშვილი არაერთ მაღალი რანგის შეხვედრას გამართავს
1-kitai-polit-2საქართველო, 9 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქალაქ დალიანში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. მთავრობის მეთაური სიტყვით გამოვა სესიაზე "თანამედროვე აბრეშუმის გზა" ("The Modern Silk Road"), სიტყვით მიმართავს ქალაქ პეკინში საერთაშორისო ბიზნესისა და ეკონომიკის უნივერსიტეტში შეკრებილ პროფესორებს და მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში. ირაკლი ღარიბაშვილი ასევე დაესწრება დალიანის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ყოველწლიურ გახსნით ცერემონიას "Champions 2015".
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდება ჩინელ კოლეგას ლი კეციანს. დაგეგმილია შეხვედრა ჩინეთის აბრეშუმის გზის ფონდის ხელმძღვანელობასთან, აზიის ინფრასტრუქტურისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტთან, ჩინეთის სავაჭრო პალატის გენერალურ მდივანთან, ასევე მონღოლეთის პრემიერ-მინისტრთან, დალიანის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან.
გაიმართება შეხვედრები ისეთი მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებთან, როგორებიცაა: კორპორაცია „Mitsubishi Motors”, კორპორაცია "Dongfang Electric Corporation", კომპანია "Sab Labs China", კომპანია "Transcosmos".