რედაქტორისგან
ალასანია: „უნდა იყოს ნაკლები თავდასხმები პრეზიდენტზე! უნდა შეიცვალოს არაფორმალური მმართველობა ლიდერის, რომელიც სრულ კონტროლს ახორციელებს მთავრობასა და პარლამენტზე!" - საჯარო შეტევა ივანიშვილზე გრძელდება

1-alas-saz-2-red-2საქართველო, 8 სექტემბერი, საქინფორმი. ალასანიას განცხადებით, შეცდომა იქნება, წინა მთავრობის მიღწევებზე თვალის დახუჭვ: "ნატო-სთან ინტეგრაციის სურვილი 90-იანი წლებიდან მოდის, როდესაც ქვეყნის მეორე პრეზიდენტმა ახსენა ნატო-ს კარზე დაკაკუნება. შემდეგ, როგორც სააკაშვილის მთავრობის, ისე მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს გვაქვს დეკლარირებული ხედვა იმის შესახებ, რომ ჩვენ გვსურს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაცია. ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა, საქართველოს ჰქონდეს გეგმა, ერთიანი ხედვა და მიდგომა და ასევე საჭიროა დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა წინ წავიდეს. უნდა იყოს ნაკლები თავდასხმები პრეზიდენტზე, როგორც ჩვენი ქვეყნის ლიდერზე და მთავარსარდალზე, ეს ძალიან აზიანებს ჩვენი ქვეყნის იმიჯს. გარდა ამისა, უნდა შეიცვალოს არაფორმალური მმართველობა, რომელიც ახლა არის გასამმაგებული. ჩვენ გვაქვს ვითარება, როდესაც არაფორმალური ლიდერი სრულ კონტროლს ახორციელებს მთავრობასა და პარლამენტზე და ამ დროს ნულოვანი ანგარიშვალდებულება აქვს, ეს ძალიან ცუდია, როგორც გარე ფაქტორების თვალსაზრისით, ისე ქვეყნის შიგნითაც", - განაცხადა თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე საერთაშორისო კონფერენციაზე "ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი: უსაფრთხოება, ეკონომიკური შესაძლებლობები, თავისუფლება და ადამიანური ღირსება ფრონტისპირა ქვეყნებში" სიტყვით გამოსვლისას.

საქინფორმისაგან: გუშინ, კონფერენციაზე, პირველად ასე გახსნილად და საჯაროდ გაიმართა საქართველოს ხელისუფლებაში ჩამოყალიბებული ორი ბანაკის დემონსტრაცია: პრეზიდენტმა მარგველაშვილმა, ირაკლი ალასანიამ, თავისი პარტიითა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“, თავისი სატელიტებით, რომლებიც კონფერენციაზე წარმოდგენილი იყვნენ მათი ლიდერებით, გიგა ბოკერიათი და მისი მეუღლით სათავეში, ღია ომი გამოუცხადეს ექსპრემიერსა და საზოგადოებრივ ლიდერ ბიძინა ივანიშვილს და მოქმედ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. გუშინ მათ ამაში დაეხმარნენ სააკაშვილის ლობისტები, ისეთები, როგორიც არიან შტეფან ფულე, რომელიც ჩივის, რომ აგერ უკვე მერამდენე წელია, მას ივანიშვილი არ იღებს, უკრაინელი დეპუტატი მუსტაფა ნოემი, საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი და სხვა უცხოელი სტუმრები.

რაც შეეხება „რესპუბლიკელებს“: თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი და მისი მეუღლე - პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, სიტყვიერად, თითქოსდა მხარს უჭერენ ივანიშვილსა და ღარიბაშვილს, „ფუყე“ ფრაზების გამეორებით მათ დასაცავად, რაც მცირედით თუ განსხვავდება მარგველაშვილის სარკაზმისგან, რომელიც გუშინ განსაკუთრებით შესამჩნევი იყო ტელემაყურებლებისთვის. თუმცა ამას ძალიან ცინიკურად აკეთებენ - მაგალითად, ალასანიასთვის პასუხის გაცემისას, უსუფაშვილმა, პრაქტიკულად დაადასტურა, რომ არაფორმალური მმართველობა (ივანიშვილი) - ძალიან ცუდია და მასთან ბრძოლაა საჭირო, თუმცა, უკეთესია ვიდრე დიქტატურა (სააკაშვილი), ანუ პარლამენტის თავმჯდომარემ საჯაროდ დაადასტურა, რომ ორი ბოროტებისგან ნაკლებად ცუდს ირჩევს! „რესპუბლიკური პარტიის“ დანარჩენი წევრები, მაგალითად, ძმები ბერძენიშვილები, აშკარად არ მალავენ თავის „განსხვავებულობას“ საპარლამენტო კოალიცია „ქართული ოცნების“ სხვა დანარჩენი სუბიექტებისგან, სადაც ისინი „ბედის ირონიით“ მოხვდნენ...

1-alas-saz-2-qvem