პოლიტიკა
ღარიბაშვილი: „ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ხანგრძლივი მშვიდობა მეზობლებთან, რომელიც დაფუძნებული იქნება პრაქტიკულ ურთიერთობებზე, განსაკუთრებით რუსეთან!“ - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკრაინიდან სააკაშვილის შიკრიკი - მუსტაფას კრიტიკა დაიმსახურა

1-mir-polit-3-mtსაქართველო, 8 სექტემბერი, საქინფორმი. მთავრობის მეთაური "მაკკეინის ინსტიტუტი საერთაშორისო ლიდერობისთვის" და "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის" (EPRC) მიერ ორგანიზებულ თბილისის საერთაშორისო კონფერენციას ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი: უსაფრთხოება, ეკონომიკური შესაძლებლობები, თავისუფლება და ადამიანური ღირსება ფრონტისპირა ქვეყნებში დაესწრო.  "საქართველო ამერიკისა და ევროპის ახლო მოკავშირე და მეგობარია, იმის მიუხედავად, თუ რომელი პოლიტიკური პარტია იქნება საქართველოს მთავრობის სათავეში. ჩვენი ინტერესები ემთხვევა და ჩვენს მეგობრობას ღრმა საფუძველი აქვს. ჩვენ უნდა განვაგრძოთ მჭიდრო თანამშრომლობა, რათა ამ რეგიონში უზრუნველვყოთ მშვიდობა, სტაბილურობა და დემოკრატიის გამარჯვება. ჩვენ ვახდენთ ინვესტირებას მცირე ბიზნესისა და სოფლის მეურნეობის სექტორებში. ჩვენ ვაშენებთ უკეთეს გზებს, ხიდებს და პორტებს, რათა სრული ინტეგრაცია მოვახდინოთ გლობალურ ეკონომიკაში. ჩვენი ხელისუფლება საქართველოს უნიკალურ ადგილმდებარეობას იყენებს იმისათვის, რომ ჩამოყალიბდეს, როგორც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კერა, რომელიც აკავშირებს ევროპისა და აზიის ბაზრებს. ჩვენ, ასევე, ვზრუნავთ იმისათვის, რომ საქართველო კიდევ უფრო მიმზიდველი ადგილი გახდეს უცხოური ინვესტიციებისთვის". - განმარტა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას.

„მე განხიბლული ვარ უკრაინისა და საქართველოს საერთო მტრის - რუსეთის მისამართით ამ რბილი სიტყვით! პრემიერისა და პრეზიდენტის პოზიციები აშკარად განსხვავებულია! საქართველოს არ შეუერთდა დასავლეთის ეკონომიკურ სანქციებს და იყო ბევრი ქარაგმა საქართველოს მხრიდან, რომ ამერიკას უკრაინისთვის ლეტალური იარაღი არ მიეწოდებინა!“ - აღშფოთება გამოხატა კონფერენციაში მონაწილე უკრაინის უმაღლესი რადის წევრმა - სააკაშვილის მეგობრამა მუსტაფა ნოემმა.

1-mir-polit-3-qv