პოლიტიკა
“ჩვენი მთავარი ამოცანაა, გავზარდოთ საქართველოს ეკონომიკა... ჩვენს თაობას ესმის, რომ ქვეყანას არ შეუძლია წარსულის შეცდომების განმეორება! ” - პრემიერი ღარიბაშვილი

1-zadaCa-polit-2-mTსაქართველო, 8 სექტემბერი, საქინფორმი. მთავრობის მეთაური "მაკკეინის ინსტიტუტი საერთაშორისო ლიდერობისთვის" და "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის" (EPRC) მიერ ორგანიზებულ თბილისის საერთაშორისო კონფერენციას ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი: უსაფრთხოება, ეკონომიკური შესაძლებლობები, თავისუფლება და ადამიანური ღირსება ფრონტისპირა ქვეყნებში დაესწრო. ღარიბაშვილის განმარტებით, საქართველო, ჭეშმარიტად, ფრონტის ხაზზე მდგომი ქვეყანაა, რადგან იმყოფება მრავალი დიდი გამოწვევის წინა ხაზზე. "მნიშვნელოვანი რეგიონალური საფრთხეებისა და ეკონომიკური დაბრკოლებების წინაშე მდგომნი, ჩვენ ვმართავთ ქვეყანას იმავე პრაგმატული მიდგომითა და შემართებით, როგორც ამას ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ უსაფრთხოებისა და გადარჩენის მიზნით, ათასწლეულების განმავლობაში",- აღნიშნა პრემიერმა.

 მისივე თქმით, იგი მიეკუთვნება ქართველთა იმ ახალ თაობას, რომელიც გაიზარდა საოცარი ცვლილებების ფონზე. "ჩვენს თაობას ესმის, რომ ქვეყანას არ შეუძლია წარსულის შეცდომების განმეორება და რომ ჩვენ უნდა გავაორმაგოთ ძალისხმევა, რათა უზრუნველვყოთ უსაფრთხო, უფრო თავისუფალი და აყვავებული მომავალი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

1-zadaCa-polit-2-qv