პოლიტიკა
„სააკაშვილის მთავრობის დროს შეექმნა ამ კომპანიას პრობლემები, რისთვისაც სააკაშვილის მთავრობას მოუწია მისთვის კომპენსაციის გადახდა!“ - თბილისში საავიაციო ნაწილების საწარმო შენდება

1-pravitel-polit-1საქართველო, 8 სექტემბერი, საქინფორმი. საწარმო, რომლის მთლიანი საინვესტიციო მოცულობა 85 მლნ დოლარია, მსოფლიოში ცნობილი კომპანია ELBIT Systems – Cyclone და საინვესტიციო ფონდის პარტნიორობით ხორციელდება. მთავრობის მეთაურმა პროექტის დაწყება მიულოცა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ELBIT Systems-ი გახლავთ მსოფლიოში ცნობილი კომპანია, რომელიც თავდაცვითი სისტემების მსხვილი მიმწოდებელია ისეთი წამყვანი ქვეყნებისთვის, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო. ჩვენთვის ძალიან საპატიოა, რომ ასეთი კომპანიის პრეზიდენტი დღეს აქ იმყოფება. ეს არის ჩვენთვის გამოცხადებული ნდობის დემონსტრირება. ეს არის თქვენი ნდობის გამოცხადება ჩვენი ხელისუფლებისადმი. მე ვიცი, რომ სააკაშვილის მთავრობის დროს უსამართლოდ შეექმნა ამ კომპანიას პრობლემები, რისთვისაც სააკაშვილის მთავრობას მოუწია კომპენსაციის გადახდა თქვენთვის. თქვენი დაბრუნება ნიშნავს, რომ ნდობა, რომელიც არსებობდა მანამდე, ეს ნდობა აღდგენილია", - აღნიშნა პრემიერმა.