უცხოეთი
კოლომოისკიმ სააკაშვილს უნიღაბო ძაღლი და სკვინტლიანი ნარკომანი უწოდა!
1-zar1-anlt-kukusiaსაქართველო, 7 სექტებერი, საქინფორმი. უკრაინელმა მეწარმე იგორ კლომოისკიმ კომენტარი გააკეთა ოდესის ოლქის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის ბრალდებაზე, რომელშიც გუბერნატორი ბიზნესმენს ადანაშაულებს საჰაერო მიმოსვლაზე უკანონო გავლენის მოხდენაზე. „როდესაც უნიღაბო ძაღლი ვიღაცას ჰკბენს, უნდა დაისაჯოს ძაღლიც და, რაც მთავრია, მისი პატრონიც. ძარლებს მსგავს შემთხვევებში აძინებენ. თუმცა ჩვენს შემთხვევაში შესაძლებელია გავგაზვნოთ გადასახადის მოთხოვნა, რომ მან პასუხი აგოს იქ დაკბენილ ადამიანებზე“, - განაცხადა კოლომოისკიმ.
„ხოლო რაც შეეხება პატრონს, ჩვენ ვიცით იგი ვინც არის“, - დასძინა მეწარმემ.
კოლომოისკის აზრით სააკაშვილმა პასუხი უნდა აგოს თანხის გადახდის სახით. „ჩემი აზრით, უაზროა ბინძურ, სკვინტლიან ნარკომანს რაიმე პასუხი მოვთხოვოთ, სანამ რეაბილიტაციის კურსებს არ გაივლის. სააკაშვილს შევხვდები სასამართლოში და საკუთარ ღირსებას იქ დავიცავ, სადაც მატერიალურ კომპენსაციას მივიღებ. სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისი ხელფასი 200 ათას დოლარს შეადგენს, გადამიხადოს ამ ოდენობიდან“, - განაცხადა ბიზნესმენმა.