უცხოეთი
„უსარგებლოა ყოფილი პრეზიდენტისთვის მიმართოს ცრუ ბრალდებებს!“ - უკრაინის პრემიერ მინისტრმა სააკაშვილს მატყუარა უწოდა, ხოლო მიშამ, საპასუხოდ იაცენიუკის ხელისუფლებას არაეფექტური უწოდა (იხილეთ ვიდეო)

1-zar2-anlt-armymanსაქართველო, 7 სექტემბერი, საქინფორმი. არსენიი იაცენიუკმა ოდესის ოლქის გუბერნატორი სიცრუეში დაადანაშაულა. მანვე განაცხადა, რომ ადგილობრივი ოლიგარქები ქვეყნის მთავრობაზე დაუფარავ ზეწოლას ახდენენ. „ჩემთვის გასაგებია, მისი (სააკაშვილის) ემოციური მდგომარეობა, ვიცი რაოდენ რთულია მისთვის. ყველასთვის რთულია. აქ ჩვენ ყველა ერთნი ვართ, ამიტომ ემოციები და უსაფუძვლო ბრალდებები აწყობს მხოლოდ მათ, ვინც უკრაინაში რეფორმებისა და რეალური ცვლილებების წინააღმდეგია”, - განაცხადა იაზენიუკმა.

3 სექტემბერს პირდაპირ ეთერში „მე-5 არხზე“ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლება იმართება ოლიგარქების მიერ. თვალსაჩინო მაგალითის სახით მან დაასახელა საჰაერო სატრანსპორტო სამინისტროს თავმჯდომარის დენის ანტონიუკის გარშემო არსებული სიტუაცია.
სააკაშვილმა, ბრალდებების საპასუხოდ უკრაინის ხელისუფლებას არაეფექტური უწოდა (იხილეთ ვიდეო ბმულზე). მან ასევე აღნიშნა, რომ ბოლო ერთი წლის მანძილზე ოლიგარქების მიერ უკრაინის ეკონომიკისთვის მიყენებული ზიანი 100 მილიარდ გრივენს აღწევს (რაც 4.5 მილიარდი დოლარის აღმნიშვნელია).