უცხოეთი
სააკაშვილმა პასუხი გასცა კოლომოისკის, ვინც მას ძაღლი და ნარკომანი უწოდა, და აღიარა სიყვარული... პოროშენკოს მიმართ, რომლის ვებ საიტზეც დაიწყო ხელმოწერების შეგროვება სააკაშვილის უკრაინის პრემიერ მინისტრად დანიშვნის თაობაზე

1-zar3-anlt-cugaსაქართველო, 7 სექტემბერი, საქინფორმი. ოდესის გუბერნატორმა უპაუსხა დნეპროპეტროვსკის ყოფილ გუბერნატორს თავისი Facebook-ის გვერდზე:

„იგორ კოლომოისკის უკრაინის ოლიგარქია, ისევე როგორც პუტინს, ხელს უშლის უკრაინის სახელმწიფოს დაარსებაში და წარმოადგენს პოლიტიკური კორუფციის მკვებავ გარემოს. 
ოლიგარქებმა ფული სუსტი სახელმწიფოს ხარჯზე იშოვეს და ყველაფერს გააკეტებენ იმისათვის, რომ სახელმწიფო ყოველთვის სუსტი იყოს. 
ოლიგარქები ცდილობენ დამაძინონ, როგორც ძაღლი, მოსყიდვისა და დისკრედიტაციის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ისინი გადადიან ბოლო მეთოდზე, ოლიგარქთათვის დამახასიათებელ - პირდაპირ მუქარაზე. ვფიქრობ უკრაინელი ხალხი ახლო მომავალში მიუჩენს, ამ სრულიად გათავხედებულ ბანდიტური წარსულის მქონე გადმონაშთებს, თავის ადგილს.“
შევახსენებთ საქინფორმის მკითხველებს, რომ ხუთშაბათს, სამ სექტემბერს, უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ გვერდზე გაიმართა სააკაშვილის პრემიერ მინისტრად დანიშვნის ხელმოწერების შეგროვება. ელექტრონულ პეტიციაში მონაწილეობა მიიღო 9 ათასზე მეტმა ადამიანმა, დასანიშნად საჭირო 25 ათასი ხელმომწერიდან. ხელმოწერების აკრეფა გაგრძელდება 90 დღის მანძილზე. ალბათ სწორედ ამიტომ სააკაშვილმა ჟურნალი „ფოკუსის“ ოფიციალურ გვერდზე დაწერა პეტრე პოროშენკოს მიმართ საკუთარი თბილი გრძნობების  შესახებ. „მე დიდი ხანია მას ვიცნობ, თბილი დამოკიდებულება მაქვს, პატივს ვცემ, აღფრთოვანებული ვარ მისით, თუმცა ეს ხელს არ მიშლის გულახდილად ვუთხრა მისთვის უსიამოვნო რამ. ამგვარ საკითხებში ყოველთვის პირდაპირი ვარ“, - განაცხადა სააკაშვილმა.