პოლიტიკა
“ჩვენ ვიწყებთ ახალ პროგრამას, რაც გულისხმობს მეფუტკრეობის განვითარებას კოოპერატივების ჩამოყალიბების გზით!” - პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
1-pol3-fichaსაქართველო, 7 სექტემბერი, საქინფორმი. მეფუტკრე სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივების ჩამოყალიბების, განვითარებისა და საწარმოო პროცესებში მათი მაქსიმალური ჩართვის შესახებ ინფორმაცია მთავრობის წევრებს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ მიაწოდა.  მეფუტკრეობა ის დარგია, რომლის ხელშეწყობა ნულიდან გვიწევს, რადგან მორღვეულია ყველა ინფრასტრუქტურა რაც ოდესმე არსებობდა ამ მიმართულებით. პირველ რიგში დავიწყეთ საფუძვლით–სამეცნიერო–კვლევითი მიმართულებით, რაც გულისხმობს მუხურში საველე სადგურის აღდგენას. სადგური წლის ბოლომდე შევა ექსპლუატაციაში. უკვე შევიძინეთ რამდენიმე სკა ძალიან იშვიათი ქართული ფუტკრის ჯიშისა. დღეს მთავრობის სხდომაზე წარმოდგენილია მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს 164 კოოპერატივის ხელშეწყობას, მათ შორის 80 გახლავთ მაღალმთიან რეგიონში“, – აღნიშნა ოთარ დანელიამ.
"რამდენიმე ქარხანამ რთველი პრინციპში დაიწყო და დღე-დღეზე ველოდებით, რომ დაიწყება მთელ რეგიონში. შტაბი შექმნილია და 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. ასევე არის საკოორდინაციო ჯგუფი და ცოცხალ რეჟიმში შეგვიძლია თვალყური ვადევნოთ, როგორ მიმდინარეობს პროცესები", - განაცხადა ოთარ დანელიამ.