პოლიტიკა
2015 წლის იანვარ–აგვისტოში საგადასახადო შემოსავლებმა შეადგინა 5 მილიარდ 151 მილიონ 200 ათასი ლარი - პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ბიუჯეტის შესრულების შესახებ ინფორმაცია ფინანსთა მინისტრისგან მოისმინა

1-pol2-anlt-krebaსაქართველო, 7 სექტემბერი, საქინფორმი. ნოდარ ხადურის განმარტებით, 2015 წლის იანვარ–აგვისტოში საგადასახადო შემოსავლებმა შეადგინა 5 მილიარდ 151 მილიონ 200 ათასი ლარი, რაც წლიური გეგმის 66%–ი, 9 თვის გეგმის 89%–ია. აღნიშნული მაჩვენებელი გასული წლის იმავე პერიოდს 530 მილიონი ლარით, ანუ დაახლოებით 11%–ით აღემატება. „2015 წლის იანვარაგვისტოში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა ჯამში შეადგინა 6 მილიარდ 304 მილიონი ლარი, რაც წინა წლის იგივე პერიოდს 823 მილიონი ლარით აღემატება, 9 თვის გეგმის 87%–ია. თანაბრობით აღინიშნება მიმდინარე წლის შემოსავლების და ხარჯების გეგმა, რასაც ადასტურებს, რომ არითმეტიკულადაც კი დაახლოებით 66–67%–ია წლიური მაჩვენებლების, 8 თვის გეგმა უნდა იყოს და პრაქტიკულად ყველა მიმართულებით შემოსავლებში და ხარჯებში ჩვენ ამ მაჩვენებელზე გავდივართ. გადასახადებზე გითხარით, რომ ეს არის 66%–, სხვა შემოსავლებზე არის 65%. არაფინანსური აქტივების კლება , ანუ პრივატიზაცია 71%. გადასახდელებს რაც შეეხება, იანვარაგვისტოში გაწეული გადასახდელები ჯამში 6 მილიარდ 10 მილიონი ლარია, რაც 9 თვის გეგმის 83%–ია. იანვარაგვისტოში წელს დახარჯულია 660 მილიონი ლარით მეტი 2014 წლის იგივე პერიოდთან შედარებით. სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრების იანვარაგვისტოს პერიოდში კაპიტალური პროექტების განხორციელებაზე, გაწეულია უკვე 900 მილიონი ლარი, რაც 32%–ით აღემატება შარშანდელ შესაბამის მაჩვენებელს. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხების საკასო შესრულება შეადგენს 188 მილიონ ლარს, ფონდიდან უკვე დღეის მდგომარეობით გამოყოფილია 390 მილიონი ლარი. მუნიციპალიტეტებისა და ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტების იანვარაგვისტოს ხარჯი შეადგენს მილიარდ 260 მილიონ ლარს, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
მისივე თქმით, 1 ოქტომბრისთვის უკვე ცნობილი იქნება დაზუსტებული ინფორმაცია კვარტლების გეგმის მიხედვით, თუმცა შემოსავლების მიმდინარეობა, მათ შორის სექტემბერში, საკმაოდ დამაიმედებელია.