პოლიტიკა
"სოლიდარობის ფონდი დააარსდა ერთი წლის წინ და უკვე მობილიზებულია 3 მილიონ 700 ათასი ლარი, რომელიც მოხმარდა 143 ბავშვის მკურნალობას” - პრემიერი ღარიბაშვილი

1-pol-banquetსაქართველო, 7 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამბასადორიალის დასასრულს საქართველოს ელჩებს უმასპინძლა. სამუშაო ვახშამს ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან ერთად დაესწრო. მთავრობის მეთაურმა ამბასადორიალის მონაწილეებს ყოველწლიური შეხვედრის წარმატებით დასრულება მიულოცა."ძალიან წარმატებული ამბასადორიალი ჩავატარეთ უკვე ახალ მინისტრთან ერთად. მიხარია, რომ სასიამოვნო ტრადიცია დამკვიდრდა ყოველწლიური შეხვედრის. მინდა, გისურვოთ წარმატება ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ,"-აღნიშნა პრემიერმა.
მანვე ქართველ დიპლომატებს "საქართველოს სოლიდარობის ფონდის" საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა."სოლიდარობის ფონდი დააარსდა ერთი წლის წინ და უკვე მობილიზებულია 3 მილიონ 700 ათასი ლარი, რომელიც მოხმარდა 143 ბავშვის მკურნალობას. ეს ნამდვილად კეთილი საქმეა, რომლის განხორციელებაც ჩვენ ერთობლივად შევძელით", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.