თეა წულუკიანმა ისაუბრა გერმანიაში საქართველოს ელჩის ლადო ჭანტურიას მოწოდებაზეც.
„როგორც გერმანიის ელჩმა, ბატონმა ლადომ აღნიშნა, გერმანიის სახელმწიფო წუხს, როდესაც საქართველოდან არალეგალურად მიედინებიან დასავლეთ ევროპაში ჩვენი მოქალაქეები. მათ ატყუებენ, ეუბნებიან, რომ დასაქმდებიან, იქნებიან ბედნიერები, გამდიდრდებიან და რეალურად კი, იქ რომ ჩადიან არავითარი სამსახური არ ხვდებათ და კიდევ უფრო შეჭირვებულ მდგომარეობაში არიან, ვიდრე იყვნენ საქართველოში. ამიტომ ბატონმა ლადომ ითხოვა, რომ მთავრობამ გააქტიუროს ქვეყნის შიგნით კამპანია და ჩვენმა მოქალაქეებმა იცოდნენ, რომ დასავლეთ ევროპა არ არის ელდორადო. დასავლეთ ევროპაში არავინ არავის მზამზარეულ სამსახურს არ ახვედრებს და თუკი წინასწარ არ ვიცით რა ხელფასი გვექნება, სად მივდივართ, მაშინ ასეთ წასვლაზე უარი უნდა ვთქვათ", - განაცხადა თეა წულუკიანმა.