საქართველო, 4 სექტემბერი, საქინფორმი. საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური პარლამენტის ტრიბუნიდან პრეზიდენტს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებს იმაში, რომ სოროსელ ენჯეოშნიკს საქსოვი ჩხირები გააგდებინა და ის ვეტოთი აღჭურვა
„დავადანაშაულებ ბიძინა ივანიშვილს, რომ მან ერთი ენჯეოშნიკი სოროსელი, როცა მას ეჭირა საქსოვი ჩხირები, ის გააგდებია და ვეტოთი აღჭურვა და დღესდღესობით ნერვებს გვიშლის ჩვენც და მოსახლოებასაც", - განაცხადა მეჭიაურმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
მეჭიაურის განცხადებას საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. საზოგადოების ნაწილმა პრეზიდენტის შეურაცხყოფისთვის მას საჯაროდ ბოდიშის მოხდა მოსთხოვა.
თავის მხრივ მეჭიაურმა აღნიშნულის საპასუხოდ განაცხადა, რომ საპარლამენტო ტრუბუნიდან განსაკუთრებული არაფერი უთქვამს.
„რატოა შეურაცხყოფა? რა ვთქვი არასწორი? იყო „ენჯეოშნიკი“ ჩვეულებრივი, მაგაზე წარმატებულებიც იყვნენ, მაგაზე ნაკლებებიც ხომ? რომ ქსოვს, მე დავდე ის სურათი? მე გადავუღე? ქსოვა დასაძრახი საქციელია? არასამთავრობოს წევრობა დასაზრახია?.. რატომ გადააქვთ ისეთ კონტექსტში, რომ თითქოს „ენჯეოშნიკებს“ ვინმე შეურაცხყოფას აყენებს? უმადურობაა დასაძრახი“, - აცხადებს მეჭიაური „პირველ რადიოსთან“ გაკეთებულ კომენტარში.