პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი: „საპარლამენტო დიპლომატია მნიშვნელოვანი მექანიზმია ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებისა და გაღრმავებისთვის“

1dip-polit-3საქართველო, 4 სექტემბერი, საქინფორმი. საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) ორგანიზებით გამართული სპიკერების მე-4 მსოფლიო კონფერენციის დასკვნით სამუშაო დღეს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ირანის მეჯლისის სპიკერ ალი ლარიჯანის შეხვდა.
ირანის საპარლამენტო ლიდერმა ქართველ კოლეგასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ის მოხარულია დავით უსუფაშვილთან შეხვედრის შესაძლებლობით.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საუბრისას შეეხო მიმდინარე წლის 14-15 სექტემბერს თბილისში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც ღია მმართველობის პარტნიორობის” ფარგლებში იმართება საქართველოს პარლამენტში და აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ღიაობის აღნიშნულ ფორუმზე მსოფლიოს სხვა პარლამენტებთან ერთად მოწვეულნი არიან, აგრეთვე, ირანის პარლამენტის წარმომადგენლები.

მხარეებმა დადებითად შეაფასეს ქვეყნებს შორის, განსაკუთრებით საპარლამენტო დონეზე, ორმხრივი ურთიერთობები.