პოლიტიკა
„ჩვენი სურვილია დავაბრუნოთ მოსახლეობა მთაში“ - ირაკლი ღარიბაშვილი

1gori-polit-2საქართველო, 4 სექტემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა რაჭის სოფელ უწერაში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილი ადგილობრივებს გაესაუბრა და მათ პრობლემებს გაეცნო.

ჩვენ დავიწყეთ წინა მთავრობების შეცდომების გამოსწორება. მივიღეთ მთის კანონი, რომელიც იყო ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება და რომელიც 1 იანვარს შევა ძალაში. განსხვავებული ხელფასები ექნებათ პედაგოგებს, ექიმებს. პენსიონერებს გაეწევათ დახმარებები. მთაში საწარმოები მთლიანად გათავისუფლდება მოგების და ქონების გადასახადისგან. ასევე საშემოსავლო გადასახადისგან იქნებიან გათავისუფლებულები 10 წლის განმავლობაში. ამას გარდა, თითოეულ ახალდაბადებულზე 100 ლარს მიიღებს ოჯახი თვეში, ყოველ მეორე და მესამე ბავშვზე 200 ლარს. ამ შეღავათების ამოქმედების შემდეგ მთაში უნდა დაიწყოს სერიოზული ცვლილებები. ძალიან ბევრი უცხოელი ჩამოდის აქ და ყიდულობს სახლს, მაშინ როცა ჩვენი მოქალაქეები, ქართველები მიდიან და ტოვებენ თავიანთ სახლ-კარს. ამიტომ, მთავრობამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მთაში დავამაგროთ მოსახლეობა და გავაძლიეროთ მთა და სოფელი“, - განაცხადა, კერძოდ, ირაკლი ღარიბაშვილმა.