რედაქტორისგან
პრეზიდენტმა მარგველაშვილმა გრიპის სიმულაცია მოახდინა, პრემიერი ღარიბაშვილი კი ვერ ხედავს რუსეთთან მშვიდობიანი დიალოგისა და პრაგმატული პოლიტიკის ალტერნატივას. რატომ აფორიაქდნენ ზარმაცი ქართველი ელჩები ამბასადორიალზე? - საქინფორმი

1-pol3-red-marggharibროგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გუშინდელ ამბასადორიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რუსეთთან პრაგმატული პოლიტიკა საქართველოს სტაბილურობას ზრდის, რის გამოც ხელისუფლებამ რუსეთთან ეს დამოკიდებულება არ უნდა შეცვალოს.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მთავრობამ, ზოგადად ხელისუფლებამ შევინარჩუნოთ და გავაგრძელოთ ის პრაგმატული პოლიტიკა, რომელსაც ვახორციელებთ ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან და მათ შორის რუსეთთან, ვინაიდან მიმაჩნია, რომ მშვიდობიან დიალოგს და პრაგმატულ პოლიტიკას არ აქვს ალტერნატივა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა საქართველოს სხვა მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობაზეც ისაუბრა. ჩვენ განსაკუთრებული აქცენტი უნდა გავაკეთოთ იმ ერთობლივ ენერგოპროექტებზე, რომლებსაც აზერბაიჯანთან ერთად ვახორციელებთ. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, მათ შორის არაღიარების პოლიტიკის გატარება, რაშიც თქვენ, ელჩებს განსაკუთრებული მისია გაქვთ", - მიმართა პრემიერმა ქართველ დიპლომატებს.

საქინფორმი აღნიშნავს, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი არ გამოცხადდა ამბასადორიალზე, როგორც გამოაცხადეს, „მწვავე რესპირატორული დაავადების“ მიზეზით, თუმცა, სინამდვილეში, საქმე გრიპში როდია. აქართველოს ამბიციური პრეზიდენტი საკუთარ თავს სახელმწიფოს მთავარ პირად მიიჩნევს, რომელიც მის საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს, ამიტომ მის ძალებს აღემატება, იყოს იქ, სადაც პრემიერი ღარიბაშვილი და არა თვითონ, პრეზიდენტი მარგველაშვილი, განსაზღვრავს საქართველოს საგარეო პოლიტიკას! საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტის რანგში აყვანილი ეკონომიკა, საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი - ეკონომიკის ექსმინისტრი კვირიკაშვილი - არაფრით არ პასუხობს რიგითი ფილოსოფოსი და ენ-ჯე-ოშნიკი მარგველაშვილის ინტერესებს, რომლის მთელი მოღვაწეობა პრეზიდენტის პოსტზე მხოლოდ პარლამენტის მიერ მიღებულ ყველა ახალ კანონზე ვეტოს დადებით შემოიფარგლება, როგორც ამას აკეთებდა „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ ერთი წლის განმავლობაში მისი წინამორბედი - პრეზიდენტი სააკაშვილი.

საზღვარგარეთის ქვეყნებში საქართველოს ელჩები მარგველაშვილზე ნაკლებ უკმაყოფილო როდი აღმოჩნდნენ - საქართველოს ზარმაცი დიპკორპუსი მიეჩვია, რომ საელჩოებში მუშაობა სინეკურაა და, გარდა პრეზიდენტი სააკაშვილისთვის აგიტაციის გაწევისა არჩევნების პერიოდში, საქმე არაფერი აქვთ! საქართველოს საელჩოების საქმიანობა უცხოეთში დიდი ხანია მხოლოდ საკონსულოს ფუნქციებით შემოიფარგლება, სააკაშვილმა და მისმა საგარეო საქმეთა მინისტრებმა სპეციალურად შეაჩვიეს ელჩები მხოლოდ შტამპების - ვიზების ჩარტყმას პასპორტებში და „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლების სასარგებლოდ პროპაგანდის წარმოებას! ამიტომ პრემიერი ღარიბაშვილის დავალებებმა - გააქტიურდნენ და საქართველოსთვის ინვესტორები მოიძიონ - მათში უკიდურესი უკმაყოფილება გამოიწვია - აქაოდა, ჩვენ ამის შესაძლებლობები არ გვაქვს, ამისათვის აუცილებელია ცალკე სპეციალური შტატის შემოღება, ვინც ამით დაკავდება! - გამოთქვამდნენ აღშფოთებას საბოლოოდ გათვახედებული ქართველი დიპლომატები.

საქინფორმის რედაქცია

2015 წლის 3 სექტემბერი

საქართველო, თბილისი