პოლიტიკა
სააკაშვილის დროინდელი PR-ზე ორიენტირებული პოლიტიკა უნდა დასრულდეს!“ - „თავისუფალი საქართველო“ პრეზიდენტთან კონსულტაციებისთვის მზადაა - კუკავა მარგველაშვილს მოსკოვში წაიყვანს?

1-pol1-analt-margveleსაქართველო, 3 სექტემბერი, საქინფორმი. პარტია „თავისუფალი საქართველოს“ პოლიტიკური საბჭო ავრცელებს განცხადებას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია: თავისუფალი საქართველო“ მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის ბატონ გიორგი მარგველაშვილის ინიციატივას სოხუმსა და მოსკოვს შორის ხელშეკრულების ხელმოწერის შედეგად წარმოქმნილი პრობლემების დასაძლევად ოპოზიციასთან კონსულტაციების დაწყებასთან დაკავშირებით და აქტიურად მიიღებს ამ პროცესშიმონაწილეობას.
მოვლენების განვითარების ლოგიკა გვკარნახობს სიტუაციის მკვდარი წერტილიდან დაძვრის აუცილებლობას. სააკაშვილის დროინდელი PR-ზე ორიენტირებული პოლიტიკაუნდა დასრულდეს. დაყოვნება დაუშვებელია, ვინაიდან კიდევ უფრო მეტი პრობლემები დაატყდება თავს ქვეყანას, რისი გამოსწორებაც მომავალში შესაძლოა გადაულახავიამოცანა აღმოჩნდეს.

ვფიქრობთ, ეს არის პრეზიდენტის სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი არა მხოლოდ კონკრეტულად მოცემულ საკითხზე, არამედ ქვეყანაში ევროპული პოლიტიკური კულტურის დამკვიდრების თვალსაზრისითა“, - ნათქვამია, კერძოდ, აღნიშნულ განცხადებაში.