უცხოეთი
კრასნოდარის მხარის ხელისუფლებამ აფხაზეთის რესპუბლიკის გაგრის რაიონში თავისი წარმომადგენლობის ლიკვიდაციის პროცესი დაიწყო

1gagra-zar-3საქართველო, 2 სექტემბერი, საქინფორმი. დადგენილებას ამის შესახებ 2015 წლის 28 აგვისტოს ხელი მოაწერა რეგიონის გუბერნატორმა ბენიამინ კონდრატიევმა. აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კან ტანიას განცხადებით, რესპუბლიკის საგარეო უწყებაში წარმომადგენლობის ლიკვიდაციის შესახებ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებიდან გახდა ცნობილი.

როგორც ცნობილია, ფხაზეთის სუვერენულ დამოუკიდებელ სახელმწიფოს აღიარების შემდეგ, 2008 წელს, სხვადასხვა წარმომადგენლობა რესპუბლიკაში გაუქმდა. ამის შემდეგ ოფიციალური დიპმისიები გაიხსნა როგორც რუსეთში, ასევე აფხაზეთში. დღეს მასობრივი ინფორმაციია საშუალებებიდან შევიტყვეთ, რომ კრასნოდარის ხმარის ხელისუფლება ქალაქ გაგრაში თავისი წარმომადგენლობის სალიკვიდაციოდ კომისიას ქმნის“, აღნიშნა ტანიამ. მისი თქმით, ურთიერთობები კრასნოდარის მხარესთან მომავალში სახელმწიფოთაშორისი ურთიერთქმედების ოფიციალური ხაზით განვითარდება.