საქართველო, 2 სექტემბერი, საქინფორმი. უკრაინაში ნატოს პარტნიორი და წევრი-ქვეყნების მე-16 ერთობლივი წვრთნები „სი ბრიზი“ დაიწყო. ორი კვირის განმავლობაში სამხედროები ერთმანეთს მეკობრეობასთან ბრძოლისა და ასევე არეულობით შეპყრობილი ტერიტორიებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის გამოცდილებას გაუზიარებენ. ლოკალური არეულობები სწორედ წვრთნების საზეიმო გახსნისას მოხდა, რომცა ნატოს ბლოკის ათობით მოწინააღმდეგე საპროტესტო აქციაზე გამოვიდა და „სტუმრებს“ უმი კვერცხების კოქტეილით გაუმასპინძლდა.
წვრთნების საზეიმო გახსნა ოფიცერთა სახლში გაიმართა, სადაც ალიანსის სამხედროებს ნატოს ბლოკის მოწინააღმდეგენი ელოდნენ.
ანტინატოური საპროტესტო აქციების მუდმივი მონაწილის, ოდესის მცხოვრები ნინა კოჩანოვსკაიას თქმით, მსგავსი აქციები მთელი წვრთნების მიმდინარეობის მანძილზე გაიმართება. „ნატო მთელი მსოფლიოს აგრესორია, რომელიც ყველას პირობებს კარნახობს და დედამიწას ანადგურებს. გაოცებული ვარ, რომ ყოველწლიურად უცხო ქვეყნის არმიისთვის წვრთნებს ვმართავთ. ეს ამაზრზენია. ჩვენ ჩვენი არმია უნდა შევქმნათ და არა ამერიკული, რომელიც შემდეგ ირანში, ერაყში მიემგზავრება მთელი მსოფლიოს დასაბომბად და გასანადგურებლად“, - განუცხადა ჟურნალისტებს კოჩანოვსკაიამ.