სამართალი
გია ვოლსკი: „იმედს“ იმ ნიშიდან უნდა გამოსვლა, რომელიც ჯაჯანიძის და გრიგოლიას ისტერიკით აიკიდეს“

1-sam3-pozitivსაქართველო, 1 სექტემბერი, საქინფორმი. საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი გია ვოლსკი სოციალურ ქსელში ტელეკომპანია "იმედის" მიერ "რეაქციისა" და "იმედის კვირის" დახურვას ეხმაურება. ვფიქრობ, ასეთი კონკურენციის პირობებში, რაც წინასაარჩევნოდ უფრო გაღრმავდება, საკვირველი არაა, რომ "იმედს" იმ ნიშიდან უნდა გამოსვლა, რომელიც ჯაჯანიძის და გრიგოლიას ისტერიკით აიკიდეს. "იმედის" ორაბზაციანი განცხადება, დეტალური განმარტების გარეშე კი განგებ გაკეთდა, რათა "იმედის" გარშემო ინტრიგა და პოლიტიკური შეხლა-შემოხლა შენარჩუნდეს, სანამ ახალ პროდუქტს გამოუშვებენ. იქამდე კი ასპარეზს "რუსთავი-2" უთმობენ.... შესაძლოა, ესეც ფაქტორია...", - წერს დეპუტატი.