სამართალი
არასაპარლამენტო ოპოზიცია: „მივმართავთ დე-ფაქტო და დე-იურე პრემიერებს: შეწყვიტეთ ზეწოლა დამოუკიდებელ მედიაზე და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა, რაც ქვეყანას ახალი სამოქალაქო დაპირისპირებისა და დესტაბილიზაციისკენ მიაქანებს”

1-sam2-shmaraსაქართველო, 1 სექტემბერი, საქინფორმი. არასაპარლამენტო ოპოზიცია აფრთხილებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს მედიაზე შეტევა და ავრცელებს განცხადებას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია:
29 აგვისტოს საღამოს გავრცელდა ტელეკომპანიაიმედისხელმოუწერელი განცხადება, რომელშიც მათ გამოაცხადეს, რომ შემოდგომის სეზონზე ეთერში აღარ გავა არხის არცერთი პოლიტიკური გადაცემა.
ამ პროცესს წინ უძღოდა ასევე დამოუკიდებელი არხის - „რუსთავი 2“- წინააღმდეგ წამოწყებული ვითომ სამართლებრივი პროცესი, რომლის შედეგად არხის ქონება დაყადაღდა და რომლის უკან აშკარად იკვეთება ხელისუფლების კვალი და მისი მიზნები. ასევე, დღემდე არადემოკრატიული ფორმებით, ხელისუფლების ჩარევით ხდება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ფორმირება. ამ ფაქტებს ცალსახად ვაფასებთ როგორც ხელისუფლების ზეწოლას დამოუკიდებელ ტელეკომპანიებზე. რაც შეეხება ტელეკომპანიაიმედისხელმძღვანელობის მტკიცებას, რომ ეს არის არხის დამოუკიდებელი გადაწყვეტილება - შეუძლებელია ლოგიკურად აიხსნას, რატომ უნდა დახუროს დამოუკიდებელმა არხმა ყველაზე მაღალრეიტინგული და კომერციულად მომგებიანი გადაცემები.

შევახსენებთ ხელისუფლებას, რომ დამოუკიდებელ მედიაზე, მათ შორის ტელეკომპანიაიმედზე“ , განხორციელებული შეტევები წინა ხელისუფლების დროს ნეგატიურად დასრულდა თვითონ ხელისუფლებისთვის და ქვეყნისთვისაც, რითაც შეფერხდა დემოკრატიის დამკვიდრების პროცესი საქართველოში.

მივმართავთ ბადრი პატარკაციშვილს ოჯახს, ნუ დაემორჩილებით ხელისუფლების ზეწოლას, ტელეკომპანიაიმედივალდებულია არა მარტო ბადრი პატარკაციშვილის ხსოვნის წინაშე (რომელმაც სიცოცხლის ფასად არ დაუთმო წინა ხელისუფლებას არხის დამოუკიდებლობა), არამედ იმ ასი ათასობით ადამიანის წინაშე, რომელიც ქუჩაში გამოვიდა მისი დამოუკიდებლობის დასაცავად.
მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო ყურადღება მიექცეს საქართველოში ავტორიტარიზმის მზარდ გამოვლინებებს. სამწუხაროდ , ქვეყანა, რომელმაც 1 წლის წინ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, შეუჩერებლად მიექანება არადემოკრატიული რეჟიმის ჩამოყალიბებისკენ, რაც ეჭვქვეშ აყენებს დემოკრატიის დამკვიდრების პროცესის შეუქცევადობას საქართველოში”, - ნათქვამია, კერძოდ, აღნიშნულ განცხადებაში.