საზოგადოება
„რეაქციისა“ და „ იმედის კვირის" პროდიუსერებისა და ჟურნალისტების ერთობლივი განცხადება: „ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ გადაცემების დახურვა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა!“

1-saz3-ingeსაქართველო, 1 სექტემბერი, საქინფორმი. „რეაქციისა“ და „ იმედის კვირის" პროდიუსერები და ჟურნალისტები ავრცელებენ ერთობლივ განცხადებას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია:

გვინდა ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ ტელეკომპანიაიმედისგადაწყვეტილებაზე გადაცემებისრეაქციისადაიმედის კვირისმოულოდნელ დახურვასთან დაკავშირებით. ჩვენთვის მიუღებელია ის განცხადება, რომელიც არხის ხელმძღვანელობამ გაავრცელა. საეჭვოა კომერციულ არხს ისეთი მაღალრეიტინგული, პოპულარული და კომერციულად მომგებიანი გადაცემები როგორიცაარეაქციადაიმედის კვირასაკუთარი ნებით შეეჩერებინა ახალი სატელევიზიო სეზონის დასაწყისში თან არჩევნებამდე 1 წლით ადრე. მიუღებელია ის ფორმაც, რომლითაც არხის მენეჯმენტმა აღნიშნული გადაწყვეტილება გაახმოვანა, რადგან 29 აგვისტომდე არცერთი მინიშნება და შეტყობინება შემოქმედებითი ჯგუფების წევრებს არ მიუღიათ. ჩვენ დაგვაყენეს ფაქტის წინაშე. აქედან გამომდინარე, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. მით უფრო , რომ ბოლო პერიოდში ხშირად ისმოდა ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის უკმაყოფილო განცხადებები ამ გადაცემების მისამართით. იმედია, ტელევიზიის ხელმძღვანელობა საჯაროდ ახსნის გადაწყვეტილების რეალურ მიზეზს და მოტივს, თუ რა მოხდა სინამდვილეში და რის გამო მოხსნეს ეთერიდან არხის ყველაზე რეიტინგული ჟურნალისტი პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანი ინგა გრიგოლია. გვინდა გვჯეროდეს, რომ ტელეკომპანიაიმედიარ დარჩება პოლიტიკურ- საზოგადოებრივი თოქ-შოუების გარეშე და ჟურნალისტებს მიეცემათ თავისუფალი მუშაობის საშუალება“, - ნათქვამია, კერძოდ, აღნინულ განცხადებაში.