პოლიტიკა
„პარტიების რაღაც ჯგუფი "ნაციონალურ მოძრაობაზე" ადრეც იყო აყოლილი . ეს მარტო ბოიკოტის თემას არ ემსახურება და გარკვეული დესტაბილიზაციის მიზანს ისახავს“ - გია ვოლსკი

1-pol3-qliaviსაქართველო, 1 სექტემბერი, საქინფორმი. საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილის ბოიკოტს, საგარეჯოსა და მარტვილის რაიონებში დაგეგმილ შუალედურ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღონ,  მმართველ გუნდში ეხმაურებიან. დეპუტატ გია ვოლსკის განცხადებით ის ბოიკოტის აზრს ვერ ხედავს იმ პარტიებისგან, „რომლებსაც არავითარი პერსპექტივა არ აქვთ არჩევნებში რაიმე წარმატება მოიპოვონ“. „პარტიების რაღაც ჯგუფი "ნაციონალურ მოძრაობაზე" ადრეც იყო აყოლილი და მის სატელიტს წარმოადგენდა. რა თქმა უნდა, ეს მარტო ბოიკოტის თემას არ ემსახურება და გარკვეული დესტაბილიზაციის მიზანს ისახავს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ მხოლოდ მათი პარტიებით არ მთავრდება ჩვენს ქვეყანაში პარტიული ცხოვრება და არის სხვა პოლიტიკური ძალები, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ", - განაცხადა გია ვოლსკიმ.