პოლიტიკა
„ოქტომბერში საგარეჯოსა და მარტვილში დაგეგმილ შუალედურ არჩევნებში მაჟორიტარ დეპუტატებად კოალიცია " ქართული ოცნება" თამარ ხიდაშელისა და სოსო დანელიას კანდიდატურებს წარადგენს“- ღარიბაშვილი

1-polit-2-gharibashსაქართველო, 1 სექტემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ კოალიციის ლიდერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
„მინდა საზოგადოებას წარვუდგინო კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები შესაბამისი საარჩევნო ოლქებისათვის. საგარეჯოში ჩვენი კოალიციის მაჟორიტარობის კანდიდატი გახლავთ თამარ ხიდაშელი. მას განათლება მიღებული აქვს დიდ ბრიტანეთში და აქვს არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობის დიდი გამოცდილება. ამჟამად ქალბატონი თამარი მუშაობს ევროკავშირის პროექტში და არის ევროკავშირთან ასოცირების მიმართულებით არაერთი კვლევისა და მონიტორინგის ანგარიშის ავტორი; მარტვილის მაჟორიტარობის კანდიდატად წარმოგიდგენთ ბატონ სოსო დანელიას. ბატონ სოსოს აქვს დიპლომატიურ სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება, - იგი სხვადასხვა თანამდებობაზე წლების განავლობაში მუშაობდა იტალიის რესპუბლიკაში", - აღნიშნა, კერძოდ, ირაკლი ღარიბაშვილმა.