უცხოეთი
საქართველო, 31 აგვისტო, საქინფორმი. აფხაზეთში მოსკოველი ბიზნესმენი მოკლეს. ანგარიშსწორება რესტორნის სტუმრების თვალწინ მოხდა.
აფხაზეთის შს სამმართველო: „თვითმხილველთა განცხადებით, ორმა ნიღბიანმა უცნობმა მავროპულოსს, რომელიც სუფრას თანმხლებ ქალიშვილსა და ადგილობრივ ბერძნებთან ერთად უჯდა, თავში ორჯერ ესროლა და იქაურობა სასწრაფოდ დატოვა“.
„ტასის“ ცნობით, მკვლელებს აფხაზეთის პროკურატურა ეძებს.