სამართალი
შსს-მ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 4 პირი დააკავა
1-prost-samart-2საქართველო, 31 აგვისტო, საქინფორმი. შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ქუთაისში 4 პირი: ჩინური მასაჟის სალონის ადმინისტრატორი, ჩინეთის რესპუბლიკის მოქალაქე ლენგსუე ჭ, სასტუმრო „კოლხეთის“ მფლობელი ნანა ა, ჩინური მასაჟის სალონის ადმინისტრატორი, ჩინეთის რესპუბლიკის მოქალაქე გუანხუეი. და სასტუმრო „ვიქტორიას“ ადმინისტრატორი მარინე გ. პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები გარკვეული პერიოდის განმავლობაში,  გასამრჯელოს სანაცვლოდ, ქალბატონებს პროსტიტუციისთვის ფართს უთმობდნენ. სამართალდამცველებმა სასტუმროებსა და სალონებში მომუშავე ქალბატონები 
მოწმის სახით დაკითხეს.