გასულ ოთხშაბათს, 24 აგვისტოს, მე განვაცხადე, რომ „ისლამური სახელმწიფო“ მალე საქართველოში იქნება: თავდაპირველად ისლამისტი გადამბირებლები თითოეულ მეჩეთში შეაღწევენ, ერთმორწმუნეებს საქართველოში „ისლამური სახელმწიფოს“ მიზნებს განუმარტავენ და დოლარებით დაასაჩუქრებენ; შემდეგ კი „ისლამური სახელმწიფოს“ რაზმები, მათ რიგებში მყოფი პანკისელების მეთაურობით, საქართველოში შემოვლენ და აჭარას თურქეთის საწინააღმდეგო პლაცდარმად აქცევენ.
მეორე დღეს, 25 აგვისტოს, ინტერნეტში უკვე ფაქტებიც დაფიქსირდა — როგორ შეაღწია „ისლამურმა სახელმწიფომ“ რუსეთის მეჩეთებში და როგორ მოქმედებს ის აზერბაიჯანში. იმავე დღეს საქართველოს ტერიტორიაზე, კერძოდ, აზერბაიჯანელებით კომპაქტურად დასახლებულ დმანისში, ვითომდა აზერბაიჯანულ ეროვნულ დღესასწაულ „ელათში“ მონაწილეობის მისაღებად (რომელსაც ადგილობრივი აზერბაიჯანელები არ აღიარებენ) აზერბაიჯანიდან 1500-ზე მეტი აგრესიული ახალგაზრდა ჩამოვიდა, რომლებიც ბაქოში რეგისტრირებული ორგანიზაცია „ბორჩალოს“ წევრები არიან. ქვემო ქართლს ისინი ბორჩალოდ მოიხსენიებენ და აზერბაიჯანის ტერიტორიად მიიჩნევენ. ორგანიზაცია „ბორჩალოს“ დაფინანსების წყარო და იდეური ხელმძღვანელები აზერბაიჯანის სალაფიტურ ცენტრებში უნდა ვეძიოთ, რომლებიც აზერბაიჯანელ ახალგაზრდებს „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში აგზავნიან. მათ შორისაა „ჯიჰადის ფონდი“, რომელიც „ისლამური სახელმწიფოსთვის“ ათეულობით მილიონ დოლარს აგროვებს.იმავე პუბლიკაციაში მე საზოგადოებას ვაფრთხილებდი, რომ არალეგალების ნაკადი ახლო აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთ აფრიკიდან ევროპას წალეკავს. და მართლაც, გასულ კვირას პოლიციას მოუხდა ოპერაციების ჩატარება ათასობით მიგრანტის წინააღმდეგ, რომლებიც უნგრეთიდან სერბეთში შეღწევას ცდილობდნენ. იგივე საფრთხე საქართველოსაც ემუქრება: ამ მიგრანტების ნახევარს შეადგენენ არა ბედშავი დევნილები, რომლებიც ომს გაურბიან, არამედ „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები — ახალგაზრდა მამაკაცები, ქალები და<