საზოგადოება
„მინდა აღვნიშნო, რომ სასწავლო ცენტრის საქმიანობა არანაირად არ იქნება მიმართული რომელიმე მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ, მეტიც, იგი იდგება რეგიონალური უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მშვიდობის განმტკიცების სამსახურში” - ღარიბაშვილი
deateln-SAZOG-3-ANALსაქართველო, 28 აგვისტო, საქინფორმი. ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოში სტუმრობისთვის ნატო-ს გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. შეხვედრისას მხარეებმა ხაზი გაუსვეს უელსის სამიტზე მიღებული არსებით ღონისძიებათა პაკეტის შეუფერხებლად განხორციელებას და აღნიშნეს, რომ ამის ნათელი დადასტურებაა ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი. “ცენტრი თავისი შინაარსითა და ფუნქციით ხელს შეუწყობს საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებას, მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ჯარისკაცების კვალიფიკაციის ამაღლებისთვის", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. საუბარი ასევე შეეხო ვარშავის სამიტის სამზადისს და რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ გენერალურ მდივანს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარებისა და საქართველოს მიერ გადადგმული ცალმხრივი პრაგმატული, კონსტრუქციული ნაბიჯების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ირაკლი ღარიბაშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივანს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.