პოლიტიკა
ბრიუსელში დღეს აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში ჩართული და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომა გაიმართება. მინისტერიალი ბუდაპეშტის სამიტის მოსამზადებელი ეტაპია, რომელიც მაისში უნდა გაიმართოს. განსახილველ საკითხთა შორისაა პარტნიორობის პროგრამის მიმდინარეობა და მასზე სამიტის მონაწილეთა ხედვა.
მინისტერიალში მონაწილეობას ქართული მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე მიიღებს.
აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგამა პოლონურ-შვედური ინიციატივაა ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს ურთიერთობის გაუმჯობესებას ექვს ყოფილ საბჭოთა ქვეყანასთან, ესენია: საქართველო, აზერბაიჯანი, მოლდოვა, ბელარუსი, უკრაინა და სომხეთი.