საზოგადოება
ნატო-ს გენერალური მდივანი ვიზიტის დასასრულს ნორვეგიის კუნძულ უტოიაზე ტერორისტი ანდრეს ბრეივიკის მიერ მოკლული ქართველი გოგონას, თამთა ლიპატელიანის ოჯახს შეხვდა
andres-saz-1-mtსაქართველო, 28 აგვისტო, საქინფორმი. აღნიშნული გადაწყვეტილება იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის დროს მიიღო.

ვიზიტის დასასრულს ნატო-ს გენერალური მდივანი საქართველოს მთავრობის მეთაურთან ერთად, ლიპარტელიანების ოჯახს შეხვდა და ღრმა თანაგრნობა გამოუცხადა.

"მე მრავალი ინფორმაცია წამიკითხავს პრესით თქვენი ქალიშვილის შესახებ. ჩვენ ნორვეგიაში გავხსენით ადგილი, სადაც პატივს მივაგებთ გარდაცვლილთა ხსოვნას და ვიხსენებთ მათ, მათ შორის თქვენს ქალიშვილს. გმადლობთ, რომ გამონახეთ დრო შეხვედრისთვის, რათა ჩემი სამძიმარი პირადად გადმომეცა", - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა. მანვე მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვედრის ორგანიზებისთვის."პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დროს გამოვთქვი თქვენთან შეხვედრის სურვილი და პრემიერმა სწრაფად მოახდინა ამის ორგანიზება, რისთვისაც მას მადლობას ვუხდი", - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

andres-saz-1-qv