პუბლიკაციები
ამერიკელ სამხედროებს ჟურნალისტების დატყვევების უფლება მისცეს

plen-zarub-3საქართველო, 27 აგვისტო, საქინფორმი. ამერიკული არმიის მეთაურებს ჟურნალისტების დასჯისა და იმის უფლება ექნებათ, რომ მათ, როგორც კონფლიქტის მონაწილეებს, ისე მოეპყრან. ამის შესახებ Associated Press აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილ ომის წარმოების ახალ წესებზე დაყრდნობით იტყობინება.

საყოველთაო წესით, ჟურნალისტები სამოქალაქო მოსახლეობას განეკუთვნებიან, - ნათქვამია დოკუმენტში, - თუმცა, მათ შეუძლიათ იყვნენ შეიარაღებული ძალების წევრები, შეუძლიათ თან ახლდნენ შეიარაღებულ ძალებს ანდა იყვნენ კონფლიქტის ჩვეულებრივი არაპრივილეგირებული მონაწილეები“.

წესებში ასევე ნათქვამია, რომ რეპორტაჟები საჯარისო ოპერაციებზე შესაძლოა ძალიან ჰგავდეს სადაზვერვო მონაცემების შეგროვებას ანდა ჯაშუშობასაც კი. ამგვარად, ჟურნალისტი, რომელიც დე-ფაქტო დაკავებულია ჯაშუშური საქმიანობით, შეიძლება „დაისაჯოს“ დაკავებისას.

საერთაშორისო სამართლის მიხედვით, „კონფლიქტის არაპრივილეგირებულ მონაწილეებზე“ არ ვრცელდება ჟენევის კონვენციის დებულება და ისინი შეიძლება დაკავებული იქნენ განუსაზღვრელი ვადით, ბრალის წაყენების გარეშე.

პენტაგონის წარმომადგენლის თქმით, ამ დებულებების ჩართვა წესებში დაეხმარება მათ იმ ტერორისტებთან და ჯაშუშებთან ბრძოლაში, რომლებიც ჟურნალისტურ საქმიანობას საფარველად იყენებენ.