სამართალი
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ნიკოლას ბერლინერს შეხვდა

Ber-samart-2საქართველო, 27 აგვისტო, საქინფორმი. მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და აშშ-ს შორის ორმხრივი ურთიერთობების ასპექტები და დასახეს მომავალი სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. შეხვედრაზე  ვახტანგ გომელაურმა ისაუბრა სახელმწიფოს  წინაშე არსებულ გამოწვევებზე და უსაფრთხოების სამსახურის განვითარების ძირითად მიმართულებებზე. შეხვედრისას ხაზი გაესვა ამერიკელ სტრატეგიულ პარტნიორებთან საქართველოს სახელმწიფო  უსაფრთხოების სამსახურის თანამშრობლობის აუცილებლობასა და მნიშვნელობას.

საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა დაადასტურა ორმხრივ ფორმატში აშშ-ის მხრიდან თანამშრომლობის მზადყოფნა და გამოხატა საქართველოს მიერ არჩეული განვითარების კურსის მტკიცე მხარდაჭერა ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, დემოკრატიული განვითარების და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესაბამისი მიმართულებებით.