"საქართველომ უნდა მოინანიოს თავისი ქმედებები და აღიაროს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა"- თიბილოვი
საქართველო, 27 აგვისტო,
საქინფორმი. რადიო
"კომსომოლსკაია პრავდას"-თან ინტერვიუში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა
ლეონიდ თიბილოვმა განაცხადა, რომ თუ საქართველო ხელს არ მოაწერს ძალის არგამოყენებასთან დაკავშირებით შეთანხმებას, მაშინ ცხინვალი თბილისთან კავშირების აღდგენას არ შეეცდება. მისივე თქმით, ცხინვალი ვერ ხედავს საქართველოს პოლიტიკური რიტორიკის ცვლილებას. მისივე თქმით, თუ აღნიშნულ შეთანხმებას ხელი არ მოეწერება, ცხინვალი არანაირ მოლაპარაკებებზე არ წავა.
„განწყობა რაც დღეს საქართველოშია, ფაქტობრივად არ განსხვავდება 2008 წლამდე და 2008 წლის განწყობისგან. ვფიქრობთ, რომ საქართველომ უნდა მოინანიოს თავისი ქმედებები და სამხრეთ ოსეთს მისცეს გარანტია, რომ 2008 წლის აგვისტოს მოვლენები არ განმეორდება. ეს უნდა მოხდეს ძალის არგამოყენებასთან დაკავშირებით შეთანხმების ხელმოწერის გზით... საქართველომ უნდა მიიღოს არსებული რეალობა და აღიაროს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა", - განაცხადა თიბილოვმა.
http://pirveliradio.ge/?newsid=53191