ნაზარბაევმა ყველა დეპოზიტის ტენგეთი კომპენსაციის ბრძანება გასცა
საქართველო, 27 აგვისტო,
საქინფორმი. სანამ ყაზახეთში ეროვნული ვალუტის დევალვაცია მოხდებოდა,
ნაზარბაევმა ყველა საყოფაცხოვრებო დეპოზიტი დოლარში გადაიყვანა, რათა მოსახლეობას არ ეზარალა, ეროვნულ ვალუტაში არაფერი დაეკარგა და მთავრობა არ გაელანძღა. მან ეროვნულ ბანკს მთავრობის მხარდაჭერა დაავალა, მთავრობის წევრებს კი კომპენსირების მექანიზმის შემუშავება.
„ეროვნული კურსის ცვალებადობით გამოწვეულ მოსახლეობის დანაკარგის ანაზღაურებას ვავალებ ეროვნულ ბანკს, სასწრაფოდ უნდა დაინერგოს ფიზიკური პირების კომპენსაციის მექანიზმი, რომელიც იყო გახსნილი ეროვნულ ვალუტა-ტენგეში 18 აგვისტოს მდგომარეობით, მოქალაქეებს აუნაზღაურდებათ კურსის ცვალებადობით გამოწვეული დანაკარგი ძველი კურსით. ასე არ დაზარალდება დეპოზიტების მქონე ჩვენი მოსახლეობის 86%. ვფიქრობ, მათში დიდი რაოდენობით არიან პენსიონრები. ამ ყველაფერზე მოუწევს მთავრობას თანხის დახარჯვა, ეროვნულმა ბანკმა კი უნდა გამონახოს ყველანაირი საშუალება და მთავრობას მხარი დაუჭიროს“,- განაცხადა ნაზარბაევმა.