საზოგადოება
ნიკოლას ბერლინერი: „ჩემი განცხადება „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით აშშ-ის ხელმძღვანელობის პოზიციას წარმოადგენს“ - აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი პოეტ დავით მაღრაძესა და რეჟისორ გოგა ხაინდრავას პასუხობს“

1-sazog-2-analitსაქართველო, 26 აგვისტო, საქინფორმი. აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ნიკოლას ბერლინერი კიდევ ერთ განცხადებას აკეთებს საქმეზე „ქიბარ ხალვაში - „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ": „განცხადება, რომელიც გასულ კვირას ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით გავაკეთე, ვფიქრობ მოულოდნელი არავისთვის უნდა ყოფილიყო. კარგად არის ცნობილი შეერთებული შტატების პოზიცია მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში ჩვენ უბრალოდ მოვუწოდეთ სიფრთხილისკენ და იმედი გამოვთქვით, რომ ნებისმიერი სამართლებრივი პროცესი უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად წარიმართება. ჩემს მიერ გაკეთებული განცხადება შეგიძლიათ მიიღოთ, როგორც შეერთებული შტატების ხელისუფლებისა და საელჩოს პოზიცია", - განაცხადა ბერლინერმა, რომელმაც, როგორც უწინ იუწყებოდა საქინფორმი, - განაცხადა, რომ „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ საქმეში იქმნება  მედიის თავისუფლებისთვის მუქარის შთაბეჭდილება, ან მედიაპლურალიზმის დარღვევა.

ელჩის მოვალეობის შემსრულებლის იმ განცხადებამ ქართველ საზოგადოებაში უკმაყოფილება გამოიწვია, მათ შორის, ამ საკითხზე მკვეთრად კრიტიკულად ისაუბრეს ცნობილმა რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ და პოეტმა დავით მაღრაძემ.

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას მიაჩნია, რომ სიტყვისა და პრესის თავისუფლება ჯანსაღი დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედია. ჩვენ და საერთაშორისო თანამეგობრობა ვაფასებთ საქართველოს ღია მედიაგარემოს, რომელიც რეგიონში სამაგალითოა.

ამდენად, წუხილს იწვევს მოვლენების ისეთი განვითარება, რომელიც მედიის თავისუფლების საფრთხის ქვეშ დაყენების ან მედიაპლურალიზმის დარღვევის შთაბეჭდილებას ტოვებს.

„რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესს ყურადღებით ვაკვირდებით. მედიასაშუალების მონაწილეობით წარმართული ნებისმიერი სასამართლო პროცესი სამართლებრივი პროცედურების უმაღლესი სტანდარტის შესაბამისად უნდა წარიმართოს და ნებისმიერი ქმედება, რომელიც მედიასაშუალების თავისუფლად მუშაობის შესაძლებლობას ზღუდავს, ყურადღებით უნდა იქნას განხილული“, - განაცხადა ნიკოლას ბერლინერმა 2015 წლის 17 აგვისტოს.