სამართალი
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 1,164 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად - 1 ლარად საკუთრებაში გადაეცემა და კახეთსა და რაჭაში, მოსახლეობას სტიქიის შედეგად დაზიანებულ საცხოვრებელ სახლებს მთავრობა აღუდგენს

1-samart-2საქართველო, 26 აგვისტო, საქინფორმი. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.მისივე განმარტებით, საცხოვრებელი ფართი 10,000-მდე დევნილ ოჯახს დაუკანონდება. ეს პროცესი გასული წლის ნოემბრიდან დაიწყო და 10 თვის განმავლობაში გაგრძელდება. 2012 წლიდან დღემდე საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში უკვე გადაეცა 5,120 დევნილ ოჯახს“, – აღნიშნა პრემიერმა.

აგრეთვე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, კახეთსა და რაჭაში, მოსახლეობას სტიქიის შედეგად დაზიანებულ საცხოვრებელ სახლებს მთავრობა აღუდგენს. დაზარალებული 1300 ოჯახის დასახმარებლად შტაბის შექმნა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ნოდარ ჯავახიშვილს, ხოლო შესაბამისი სახსრების გამოყოფა - ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს დაავალა.